CENN მთავრობას კავკასიონის ქედზე გზების მშენებლობის ალტერნატივას სთავაზობს

CENN მთავრობას კავკასიონის ქედზე გზების მშენებლობის ალტერნატივას სთავაზობს

access_time2018-02-27 16:30:46

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მთავრობას კავკასიონის ქედზე გზების მშენებლობის ალტერნატივას სთავაზობს.  


 საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ნაწილის რეაბილიტაციისა და რამდენიმე საფეხმავლო ბილიკზე საავტომობილო გზების გაყვანის თაობაზე. კერძოდ, გათვალისწინებულია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით და პანკისიდან ბაწარა-ხადორის უღელტეხილის გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი (15 კმ სიგრძის) გზების მშენებლობა. ხადორის უღელტეხილი, ზღ.დ. დაახლოებით  2,600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და, რადგან აბანოს უღელტეხილთან შედარებით 350 მეტრით დაბალია, მთავრობის აზრით, მასზე გაყვანილი გზა, ზამთარშიც მოქმედი იქნება და თუშეთში მოზამთრე მოსახლეობაც გარესამყაროს მოწყვეტილი აღარ იქნება.


 საეჭვოა, რომ სახელმწიფომ შეძლოს აღნიშნულ მთიან რაიონებში თანამედროვე სტანდარტის გზების გაყვანა.მთავრობა გზების გაყვანისას სტანდარტების დაცვას რომ ვერ ახერხებს, ამას ადასტურებს თუნდაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბოლო წლებში გაყვანილი და რეაბილიტირებული გზების მაგალითებიც.

 

 ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობამ უნდა გამოიტანოს დასკვნა: ხომ არ ჯობია ახალი გზების გაყვანას უკვე არსებული გზების რეაბილიტაცია, სნო-ჯუთა; ბარისახო-შატილი-მუცო-არდოტი; ლეჩური-ომალო; უკანა ფშავში – შუაფხო-ვაკის სოფელი; ასევე თუშეთის შიდა გზები, როგორც ომალოდან პირიქითა ალაზნის ხეობაში სოფ. გირევის მიმართულებით, ისე გომეწრის ხეობაში და წოვათის მიმართულებით. ეს გზები, თითქმის ყოველ წელს გამოდის მწყობრიდან და შეკეთებას საჭიროებს. უნდა მოხდეს ბორბალოს მიმართულებით არსებული ბილიკების მარკირება (რომლებიც ასევე პერიოდულად შეკეთებას საჭიროებენ). სასურველი იქნება ასევე, თუ მთავრობა სამაშველო ვერტმფრენს შეიძენს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებისამებრ დასახმარებლად. ასეთი ღონისძიების განხორციელება კიდევ უფრო დატვირთავს ტურისტებითა და ვიზიტორებით ახლად შექმნილ ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკსა და მასთან ერთად პანკისი მიმართულებით გამავალ გზა-ბილიკებს.



 თუ ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ობიექტურად გავიაზრებთ, გავითვალისწინებთ და ავწონ-დავწონით, გარემოს ნაკლებად დავაზიანებთ. შესაბამისად, ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ზემოთ ხსენებული მთიანი რაიონები მიმზიდველი იქნება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა – კმაყოფილი”, - ნათქვამია კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


წყარო : gbc.ge

 

 

 

 

 

 




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up