დემპინგი და გაძვირებული დეფიციტური ნედლეული – ცემენტის მწარმოებელთა პრობლემები

დემპინგი და გაძვირებული დეფიციტური ნედლეული – ცემენტის მწარმოებელთა პრობლემები

access_time2021-07-22 12:00:56

თუ ბოლო წლების განმავლობაში ცემენტის მწარმოებელი კომპანია ლაფარჟი თურქუთიდან და ირანიდან დემპინგურ ფასებში შემოტანილ ცემენტს ებრძოდა, დღეს პრობლემა უფრო გაღრმავდა. ამ სამშენებლო პროდუქტის მთავარი ნედლეული  კლინკერი დეფიციტშია და მისი მთავარი მომწოდებელი ლაფარჟისთვის თურქეთი რჩება, რომელიც ამ ნედლეულს ძვირად, ხოლო თავის ნაწარმ მზა ცემენტს კვლავ დემპინგური ფასით ყიდის საქართველოში.


ლაფარჟის მარკეტინგის დირექტორი გივიკო ელოშვილი კომერსანტთან პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს და ამბობს, რომ წარმოება ბევრად ძვირი უჯდებათ დღეს, ვიდრე თუნდაც 1 წლის წინ, ხოლო ბაზარზე ფასის ზრდას ისევ თურქული დემპინგი აფერხებს.  

 

„ცემენტის ინდუსტრიაში ჩვენ დემპნგურ ფასს, განაკუთრებით თურქულს ვებრძვით, დღესდღეობით ცემენტის იმპორტი გარდა თურქეთისა ყველა მიმართულები დაკეტლია, თურქეთი აგრძელებს ბაზარზე დემპინგურ ფასებში შემოსვლას. გამომდინარე იქიდან, რომ ნედლეულზე დეფიციტია შემქნილი, ამ ეტაპზე სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობთ, ხოლო რა ნედლეულიც იშოვება, კერძოდ თურქეთში და ამავდროულად აზერბაიჯანში, ფასები მომატებულია. ჩვენ ნედლეული მხოლოდ თურქეთიდან შემოგვაქვს, თურქული კომპანია მე მაძლევს კლინკერს გცილებთ ძვირად, რადგან მან იცის  საქართველოში  არსებული სიტუაცია, ხოლო მას ცემენტი დემპინგურ ფასში შემოაქვს.


რაც  შეეხება კომპანიი  ბრუნვას,  ძალიან დაბალია, აღნიშნული პრობლემა წელიწადნახევარია, რაც  შექმნილია. პრობლემის გამომწვევი მიზეზი კი შემდეგია: საქართველოს ბაზარზე ცემენტზე წლიური მოთხოვნა დაახლოებით  2,5 მილიონი ტონაა, საიდანაც  ჰაიდელბერი, რომელსაც  ბაზარზე  პირველ  ადგილი უჭირავს, აკმაყოფილებს  2,2 მილიონ ტონას, ჩვენ ვარ მეორე ადგილზე  და ვაკმაყოფილებთ დაახლოებით 350 000 ტონას, დანარჩენი პატარ-პატარა  საწარმოებზე მოდის, ხოლო თურექთი ავსებს აჭარის რეგიონს.

ლოგისტიკური პრობოლემა აზერბაიჯანში  შექიმნა, რამაც  ნედლეულზე,  კლინკერზე  შექმნა დეფიციტი. გარდა ამისა, თურქეთში მოთხოვნა  გაიზარდა,  შესაბამისად ამანაც  დეფიციტი  შექმნა, რამაც  ფასების გაორმაგება გამოიწვია.  ანუ, ერთი პრობლემა არის  დეფიციტი, ხოლო მეორე – გაზრდილი ფასი და თუ მე  მიჯდებოდა ცემენტი 100 ლარი,  ახლა  მიჯდება ორასი ლარი, საბაზრო  ფასს ვერ  ვეხები,  რადგან თურქეთს ცემენტი დემპინგურ  ფასში  შემოაქვს“, -  აღნიშნა  გივიკო ელოშვილმა.

 

კომპანია ლეფარჟის  ჯგუფი ცემენტის და ბეტონის მწარმოებელი ორი ქარხნისგან შედგება, ცემენტის ქარხანაში დასაქმებულია 150, ხოლო  ბეტონის  ქარხნებში  60-70 ადამიანი. თუმცა, გივიკო  ელოშვილის თქმით, ამაზე მიბმულია  ლოჯისტიკური კომპანიები,  სადისტრიბუციო ქსელები, მაღაზიები და ა.შ. 

 თაკო კვაჭანტირაძე





სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up