ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების 92% სრულად განიკურნა

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების 92% სრულად განიკურნა

person access_time2016-07-28 10:03:10

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების 92% სრულად განიკურნა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ძალიან მაღალი წარმატების მაჩვენებელია. სერგეენკოს თქმით, სულ პროგრამაში ამ ეტაპზე 14 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, აქედან 5 ათასმა კი დაასრულა მკურნალობა.

 

„იმისთვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. ეს გახდა მთავარი წინაპირობა, რის გამოც დაიწყო პროგრამა და ჩვენ მოგვეცა ეს შესაძლებლობა. შარშან აპრილიდან დღევანდელ დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროექტში. 5 ათასზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო 3 თვეა გადავედით, ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმე რისკ ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 ათას პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება დიდი შვება 150 ათასი ადამიანისთვის, რომელიც, საქართველოში, სამწუხაროდ, იმფიცირებულია ამ დაავადებით“,- აცხადებს სერგეენკო. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის დავით სერგეენკოს და მის გუნდს საქართველოს პრემიერმინისტრა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ბევრი ადამიანი იმედით ელოდებოდა პროგრამას და კარგია, რომ ის არათუ ამართლებს ყველა მოლოდინს, არამედ აჭარბებს კიდეც მოლოდინებს თავისი წარმატების მაჩვენებლით. 



„28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და მგონი, ჩვენ, ქართველებს, მართლა გვაქვს საამაყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა გრძელდება და ფართოვდება“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.




თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up