CASTELLO MARE HOTEL & WELLNESS RESORT TSIKHISDZIRI: 20 აგვსიტომდე ნომრების 95% დაჯავშნილია

CASTELLO MARE HOTEL & WELLNESS RESORT TSIKHISDZIRI: 20 აგვსიტომდე ნომრების 95% დაჯავშნილია

access_time2021-07-27 23:30:22

Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი მანო კუჭუხიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, სასტუმროში არის ჯავშნები და დატვირთულობა მაღალია. ნომრების  დაახლოებით 90-95%-ი 20 აგვისტომდე დაჯავშნილია.

 

დამსვენებლების 50%-ზე მეტი ადგილობრივი ტურისტია, თუმცა, არიან სტუმრები პოლონეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან - უკრაინიდან, ყაზახეთიდან.

 

„2019 წლის დატვირთულობას დავეწიეთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის მოგება გვექნება, რაც 2019 წელს გვქონდა. შემოსავლების კუთხით კარგად მივდივართ, მაგრამ გაზრდილი ხარჯის გამო, მოგების მარჟა შეგვიმცირდა. ინფლაცია მაღალია, ფასები განსაკუთრებით გაზრდილია საკვებ პროდუქტებზე. გარკვეული პროცენტით ჩვენც გავზარდეთ ნომრის ღირებულება, მაგრამ იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც გვაქვს, პირდაპირპროპორციული არ არის. ვეცადეთ ფასი დაგვებალანსებინა, რადგან ძირითადი ბაზარი მაინც საქართველოა,“ - აცხადებს კუჭუხიძე.

 

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმროში დასვენება 2 ადგილიან სტანდარტულ ნომერში 660 ლარი ღირს (ორჯერადი კვებით), კვების გარეშე კი - 200 ლარი. საქართველოს მოქალაქეებისთვის  მოქმედებს სპეციალური აქციები და შეთავაზებები.


 

როგორც კუჭუხიძე აცხადებს, დაბალ ფასიანი შეთავაზება ყოველთვის უფრო მოთხოვნადია, მაგრამ ამ კატეგორიის ნომრები დიდი რაოდენობით არ არის, ასეთი ტიპის ნომრები სასტუმროს  დაახლოებით 20%-ია. 

 

„შესაბამისად, ამაზე მოთხოვნა სულ არის, რადგან მიწოდება არის ნაკლები. კომპლექსი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ ბაზრის დიფერენცირება სხვადასხვა შემოსავლის დამსვენებელზე. ამიტომ, შედარებით ბიუჯეტურ ნომერებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო,“ - აცხადებს კუჭუხიძე. 

 

რაც შეეხება მოლოდინებს, კომპანია ჯავშნების გაუქმებას არ ელოდება. „ის ბაზრები, რომლებიც ჩაიკეტა, მათ შორისაა ისრაელი, არ იყო ჩვენი აუდიტორია, ჩვენი სეგმენტი, შესაბამისად, გავლენა არ მოუხდენია, ცვლილებებია იმ მხრივ, რომ გამკაცრდა რეგულაციები კონფერენციებზე, ამიტომ აგვისტოს პერიოდში ამ მხრივ ორი მოთხოვნა გაგვიუქმდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნომრები ვერ გავყიდეთ, რეალურად, სასტუმროზე მოთხოვნა მაღალია,“-აცხადებს კუჭუხიძე.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up