Carrefour-ს მესამე კვარტლის გაყიდვებში სავალდებულო კოვიდსაშვებმა შეუშალა ხელი

Carrefour-ს მესამე კვარტლის გაყიდვებში სავალდებულო კოვიდსაშვებმა შეუშალა ხელი

access_time2021-10-21 17:00:37

უმსხვილესი საცალო მოვაჭრე Carrefour მესამე კვარტლის შემოსავლებით უკმაყოფილოა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში, ძირითადად კი საფრანგეთის ბაზარზე შემოსავლის ზრდის ტემპმა მოიკლო, რისი მიზეზიც სავალდებულო კოვიდსაშვებია.

მესამე კვარტლის გაყიდვებმა 20,468 მლრდ ევროს (23,83 მლრდ დოლარს) მიაღწია, რაც მეორე კვარტლის 3,6%-იან ზრდას 0,8%-ით ჩამორჩება. საფრანგეთში მეორე კვარტლის 4-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, გაყიდვები მესამე კვარტალში 0,3%-ით შემცირდა. მხოლოდ ფრანგული ჰიპერმარკეტების კვარტალური გაყიდვები 2,8%-ით დაეცა მაშინ, როცა მეორე კვარტალში 4,3%-ით გაიზარდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე საფრანგეთში ჯანმრთლობის საშვები მოქმედებდა, რომლის წარდგენაც 20 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სავაჭრო ცენტრებში სავალდებულო იყო.

„ამან ჰიპერმარკეტების ბიზნესს მეტად დაარტყა,“ - აცხადებს Carrefour-ის ფინანსური დირექტორი, მატიე მალიჟი. თუმცა მისი თქმით, სექტემბრის ბოლოდან კოვიდსაშვების პრობლემა მოიხსნა და ჰიპერმარკეტები აღარ ზარალდებიან.

Carrefour ხარჯების შემცირებისა და ელექტრონულ კომერციაში ინვესტიციების ზრდის ხუთწლიანი გეგმის შესრულების პროცესშია, რომელიც 2018 წელს ჩაუშვა. კომპანი ცდილობს, გაუმკალვდეს ისეთ ონლაინ კონკურენტს, როგორიც Amazon-ია, აგრეთვე, ისეთ დისქაუნთერებს, როგორიც არის Lidl და საცალო მოვაჭრე Leclerc.


მაისში ალექსანდრ ბომპარი Carrefour-ის გენერალურ დირექტორად სამი წლის ვადით ხელმეორედ დაინიშნა. ის აცხადებს, რომ ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. თვის დასაწყისში კომპანიამ კონკურენტ Auchan-თან გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ დაასრულა, თუმცა ბომპარი ამობობს, რომ „შეტევას“ განაგრძობს, რადგან მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სუფთა მოგებას ელოდება.

bpn.ge


თეგები:
Carrefour



„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up