Carrefour იტალიაში 106 მაღაზიას ხურავს და 769 თანამშრომელს ათავისუფლებს

Carrefour იტალიაში 106 მაღაზიას ხურავს და 769 თანამშრომელს ათავისუფლებს

access_time2021-11-29 13:50:00

Carrefour Italia პირდაპირ საკუთრებაში არსებულ 106 მაღაზიას დახურავს, რომელიც 82 Carrefour Express-სa და 24 Carrefour Market-ს მოიცავს. ამის შესახებ გლობალურმა საცალო მოვაჭრემ პროფკავშირებს უკვე აცნობა. ინფორმაციას პორტალი European Supermarket Magazine ავრცელებს.

2022 წლის ბიზნეს გეგმის ფარგლებში, საცალო მოვაჭრემ, ასევე, იმ პროცედურის ფორმულირება დაასრულა, რომელიც იტალიის ცხრა რეგიონში, დაახლოებით, 769 თანამშრომლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ყველაზე მეტად ლომბარდიის რეგიონი დაზარალდება, სადაც 300 დასაქმებული დარჩება უმუშევრად. ასევე, ლაციო, სადაც, დაახლოებით, 100 თანამშრომელს გაათავისუფლებენ.

ადგილობრივი ყოველდღიური გაზეთი, Corriere della Sera წერს, რომ Carrefour Italia-მ გადაწყვეტილება ტვირთბრუნვისა და მომხმარებლების შემცირების, ასევე, შრომის ხარჯების გაზრდის შემდეგ მიიღო. საცალო მოვაჭრე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები მას 2022 წელს გარღვევის საშუალებას მისცემს.

„შეიქმნა სერიოზული დისბალანსი, რომელიც აღარ არის მდგრადი და კომპანიას აიძულებს, პერსონალსა და ბრუნვას შორის თანაფარდობის დასაბალანსებლად, სტრუქტურული ზომები განახორციელოს,“ - ნათქვამია Carrefour Italia-ს განცხადებაში.

Carrefour-ის გეგმის შესახებ ცნობები ოქტომბერში გაჩნდა, რომ საცალო მოვაჭრე 2022 წლის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეებისთვის 106 სუპერმარკეტისა და მინი მარკეტის მიყიდვას გეგმავდა.

Carrefour Italia-მ პროფკავშირებს გარანტია მისცა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების გეგმა ექსკლუზიურად ნებაყოფლობით საფუძველზე განხორციელდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა 2022 წელს მან უზარალო ნიშნულს მიაღწიოს.


„აღდგენის გეგმა ადასტურებს კომპანიის სურვილს, დარჩეს და განაგრძოს ინვესტიციები იტალიაში, რათა მომგებიანობა დაიბრუნოს და გრძელვადიან მდგრად ზრდას მიაღწიოს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თავის მხრივ, პროფკავშირი Carrefour Italia-ს მოუწოდებს, თავის ქსელში დეტალური საინვესტიციო გეგმა შეიმუშავოს, რასაც, მათი მტკიცებით, „ხშირ შემთხვევაში სტრუქტურული დეფექტი აქვს და გაყიდვის პუნქტების მოუხერხებლობის გამო მომხმარებლები ბრენდს შორდებიან.“ პროფკავშირმა, ასევე, მოითხოვა, ფოკუსირება ჰიპერმარკეტებზე მოხდეს, რომლებიც Carrefour Italia-ს ბიზნეს სტრატეგიაში „მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.“ პროფკავშირის აზრით, კომპანიამ, ასევე, დასაქმების ხაზს უნდა გადახედოს, თუკი Carrefour-ს ქვეყანაში დაჩენა სურს.“

Carrefour Italia-ს 18 რეგიონში 16 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ქვეყანაში 1450 მაღაზიით ოპერირებს.


bpn.ge



თეგები:
Carrefour



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up