Carrefour ბრაზილიის სუპერმარკეტების ქსელს ყიდულობს

Carrefour ბრაზილიის სუპერმარკეტების ქსელს ყიდულობს

access_time2021-03-25 19:30:00

შერეული საქონლის სუპერმარკეტების ქსელი Carrefour თავის მოწინავე პოზიციებს ბრაზილიაშიც აძლიერებს. Bloomberg-ის ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ გადაწყვიტა, 1,1 მლრდ ევროდ ($1,3 მლრდ) ერთ-ერთი წამყვანი ბრაზილიური სუპერმარკეტების ქსელი Grupo BIG Brasil შეიძინოს. Carrefour ამ ქსელს Advent International-ისგან და Walmart-ისგან ყიდულობს.


Grupo BIG Brasil ბრაზილიაში სუპერმარკეტების ქსელის სიდიდით მესამე კომპანიაა. Carrefour-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების დახურვიდან სამი წლის განმავლობაში კომპანიის წლიურ მოგებას 260 მლნ ევრო დაემატება.


Carrefour ბრაზილიური სუპერმარკეტების ქსელის შეძენას 2022 წლისთვის დაასრულებს. შეძენა 70%-იანი ნაღდი ანგარიშსწორებითა და 30%-იანი Carrefour Brazil-ის ახალი აქციების ხარჯზე განხორციელდება.



BPN.GE





თეგები:
Carrefour



პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება
access_time2021-12-01 10:55:45
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16...

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს
access_time2021-12-01 11:00:07
საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს დაღუპულა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით იმდენივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა სიკვდილიანობა განახევრებულია - საქართველოში ორივე 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით კოვიდით 109%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა.   2020 წელს მსოფლიოში კოვიდით 84 მლნ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...


მსგავსი სიახლეები

up