ცარიელ-ტარიელი ნარიყალა

ცარიელ-ტარიელი ნარიყალა

access_time2019-03-16 16:00:14

ბოლო ბლოგში საქართველოს მასშტაბით ციხე-სიმაგრეების, კოშკებისა და ციხე-გალავნების, ანუ საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის მძიმე მდგომარეობის, უფუნქციობისა და შესაძლო პერსპექტივების შესახებ ვმსჯელობდით. დღეს ისევ ამ თემაზე საუბარს განვაგრძობ და ამჯერად ფოკუსს დავავიწროებ. უპრიანი იქნება არა ზოგადად ციხე-სიმაგრეების, არამედ ერთი კონკრეტული სიმაგრის შესახებ გესაუბროთ.

 

ეს ციხე-სიმაგრე საქართველოს დედაქალაქში აღმართული დიდებული ნარიყალაა. ნარიყალა მოგვეხსენება,  მონღოლურიდან ნაწარმოები სიტყვაა და ამიტომ მკითხველების ნებართვით ნარიყალას უფრო ზუსტ და ნამდვილ სახელს - თბილისის დედაციხეს დავუძახებ.

 

ნარიყალის თავგადასავალზე, ძველ ჭირვარამზე აქ არ ვისაუბრებ - თქვენს ყურადღებას უფრო მის დღევანდელობაზე გავამახვილებ.

 

 თბილისში ჩამოსულ ადამიანს აუცილებლად თვალში ხვდება სოლოლაკის ქედზე აღმართული ეს მონუმენტური სიმაგრე. თვალში გხვდება ძველი სამხედრო საინჟინრო და არქიტექტურული შედევრი - რელიეფის კონტურზე მოხდენილად, კლაკნილად გაწოლილი, უამრავი არქიტექტურული შრისგან შემდგარი, მრავალტანჯული სიმაგრე.

 

წლის ნებისმიერ დროს დედაციხისაკენ მიემართება უცხოელი თუ ადგილობრივი დამთვალიერებლების კოლონები. ზოგი აღმართს მიუყვება, ზოგი საბაგიროთი ადის და რა ხვდება გალავანში შესულ დამთვალიერებელს ადგილზე? ხვდება ცარიელ-ტარიელი სიმაგრე.


 

ძალიანაც რომ მოინდომო, ვერსაიდან შეიტყობ - რა სიმაგრეა, რა გადახდენია, ვის აუგია, ვის გამკლავებია ან ვერ გამკლავებია ეს დალოცვილი. აქეთ ახვალ, იქით ახვალ, აქეთ გადაიხედავ, იქით გადმოიხედავ და მოგიწევს უკან წამოსვლა, ისე რომ ვერანაირ ცნობას ვერ შეიტყობ თავად დედაციხის შესახებ. ერთი წარწერა, ერთი განმარტებითი დაფაც კი არსადაა, რომელიც სიმაგრის თავგადასავალს გაუწყებდა. არაფერს ვამბობ მცირე მუზეუმზე, სადაც გამოფენილი იქნებოდა ციხის გათხრების დროს ნაპოვნი და აღმოჩენილი მასალა.

 

არქეოლოგ მინდორაშვილის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური გათხრები დედაციხეზე 1968-70 წლებში მიმდინარეობდა და მიკვლეული მასალა ამჟამადაც თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში ინახება. შენახულია კერამიკული მასალა, მონეტები და სხვადასხვა ეპოქის ქვისა და რკინის ყუმბარები. არქეოლოგიური შესწავლა დედაციხეზე დასასრულებელია, ამდენად სამომავლო მუზეუმის ფონდები, სავარაუდოდ, კიდევ განახლდებოდა ახალი არტეფაქტებით. მანამდე კი აუცილებელი და საშურია რამდენიმეენოვანი საინფორმაციო დაფის დადგმა, სადაც დეტალურად და ლაკონიურად იქნებოდა მოთხრობილი ნარიყალის მრავალსაუკუნოვანი, მრავალ ჭირ-ვარამგადანახადი ისტორია. ამის განხორციელებას მხოლოდ ნება და მცირეოდენი თანხა ესაჭიროება. პირადად მე და „ტფილისის ჰამქარიც“ მზად ვართ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნებისმიერ ნაბიჯში მონაწილეობის უსასყიდლოდ მისაღებად.

 

პატივისცემით

 

სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე

 

ალეკო ელისაშვილი


ლიბერალი

თეგები:
ნარიყალა



„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up