CARDINAL – სივრცე, სადაც კანონი და ბიზნესი ერთიანდება

CARDINAL – სივრცე, სადაც კანონი და ბიზნესი ერთიანდება

access_time2020-02-13 17:00:05

CARDINAL იურიდიული კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური იურისტებისგან. კომპანიის იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს საკონსულტაციო, სარეკომენდაციო მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა; კლიენტის ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებებისა და სხვა კატეგორიის წერილობითი დოკუმენტაციის მომზადება. „კომერსანტი“ CARDINAL-ის მარკეტინგის დირექტორს, გვანცა გოცირიძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს კომპანიის საქმიანობის შესახებ.


გვესაუბრეთ კომპანიის შესახებ. რა წარმოადგენს Cardinal-ის იურიდიული მომსახურების სფეროს?


კარდინალი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, სისხლის, სამოქალაქო, საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით.

რა სახის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?


კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს იურიდიულ, ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას, დამატებითი მიმართულება არის კერძო არბიტრაჟი.

რა მიგაჩნიათ Cardinal-ის მთავარ უპირატესობად?


ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს დისტანციური მომსახურება. როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს შეუძლია ისარგებლოს მისთვის მისაღები პაკეტებით, ხოლო ხელმისაწვდომი ფასები კიდევ უფრო ამარტივებს თანამშრომლობას. წლიური პაკეტის ღირებულება 300 ლარიდან იწყება. ასევე, ნებისმიერი მომხმარებლის პრობლემა განიხილება ინგლისური პრინციპით, მინიმუმ 5 იურისტით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი იურიდიული ხარვეზი და გადავაზღვიოთ ჩვენი მომხმარებელი.

 


 



რა არის კომპანიის მიზანი?


კომპანიის მიზანია, გაუწიოს სრული მომსახურება ბიზნესსექტორს – როგორც იურიდიული, ასევე ბუღალტრული მომსახურებით და გახდეს არა მომსახურე კომპანია, არამედ მისი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს მეორე მხარის წარმატებაზე. სლოგანი საკმაოდ ნათლად მიუთითებს კომპანიის პოზიციონირებას. „კარდინალი“ არის სივრცე, სადაც ბიზნესი და კანონი ერთიანდება.
გვესაუბრეთ Cardinal-ის გუნდზე.


კომპანიაში ერთიანდება 40-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის მქონე წამყვანი იურისტი, ბუღალტერი და მარკეტერი. ასევე გაყიდვების გუნდი, რომელიც უშუალო კომუნიკაციას ახდეს მომხმარებელთან და ზრუნავს სერვისის გაუმჯობესებაზე. „კარდინალის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ცხადაძეა, რომელსაც აქვს 10-წლიანი სამუშაო პრაქტიკა იურიდიული მიმართულებით.

როგორია სამუშაო პროცესი?


უნდა აღვნიშნო, რომ კონულტაცია Cardinal-ში სრულიად უფასოა. ამიტომ თავდაპირველად ჩვენი იურისტები ეცნობიან მომხმარებლის პრობლემას და განსაზღვრავენ მიმართულებას. როდესაც ვთანხმდებით თანამშრომლობაზე, ჩვენი იურისტი ხდება მომხმარებლის წარმომადგენელი და მის ნაცვლად არეგულირებს წარმოშობილ ხარვეზებს, როგორც ბიზნესში, ასევე პირად დავებში. მომსახურება ხშირ შემთხვევაში დისტანციურია, რაც ამარტივებს პროცესს ჩვენი პარტნიორებისთვის და ხელს უწყობს როგორც ფინანსების, ასევე დროის დაზოგვას.

 



სამომავლო გეგმები...


Cardinal-ის სამომავლო გეგმებში შედის ტრენინგცენტრის გახსნა, რომელიც უშუალოდ იქნება ორიენტირებული იურიდიული სფეროს წარმომადგენლებზე. ტრენინგის მონაწილეებს სემინარებს ჩაუტარებენ გამოცდილი, პროფესიონალი ტრენერები.



თეგები:
CARDINAL



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up