Cardeal Silicon Valley-ზე უმსხვილეს ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

Cardeal Silicon Valley-ზე უმსხვილეს ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

access_time2021-06-28 10:55:39

საქართველოს და უკვე აზერბაიჯანის ბაზარი, ყოველთვიურად 500,000 ავტომობილი კატალოგში, თვეში საშუალოდ 10,000 გაყიდული მანქანა, 200,000 აქტიური მომხმარებელი და თვეში რამდენიმე მლნ ლარის ბრუნვა - ეს Cardeal.ge-ა, რომელმაც შეძლო და ბოლო 1 წელიწადში 1.6 მილიონი ლარი მოიზიდა ინვესტიციის სახით.

 

როგორც წარმატებული კომპანიების უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი პოზიტიური გამოცდილებით არ დაწყებულა.  ზურა საჯარო სექტორში მუშაობდა, Cardeal-ი არ არსებობდა, ავტომობილებში  არცთუ ისე კარგად ერკვეოდა და ამ მიზეზით  საკუთარ თავზე გამოცადა, როგორია გაუმართავი სერვისი, თუმცა, სწორედ ამ გამოცდილებამ მიიყვანა კიდეც წარმატებულ სტარტაპად ჩამოყალიბებამდე.

 

„ევროპაში ვსწავლობდი, საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი და ავტომობილის ყიდვა გადავწყვიტე. ამერიკიდან მსურდა მანქანის ჩამოყვანა, რადგან ფასები თითქმის 30-40%-ით უფრო დაბალი იყო და არჩევანიც მეტი მქონდა. მაშინ Cardeal-ის მსგავსი კომპანია არ არსებობდა, ამიტომ ტრადიციულ ხერხს მივმართე და შეძენაში ნათესავი დავიხმარე. ძალიან შევცდი. ვიყიდე ავტომობილი, რომელიც არ იყო შემოწმებული და მომიწია ხარჯების გაზრდა. გარდა ამისა, როდესაც მისი გაყიდვა გადავწყვიტე, აღმოჩნდა, რომ ჩემი მანქანა ტაქსისტს ეკუთვნოდა, რაც ძალიან დიდი ნაკლია მანქანისთვის. ზოგადად, შოპინგის არაფორმალური მხარე არასდროს მომწონდა. ბავშვობიდან უხერხულ სიტუაციაში ვვარდებოდი, როდესაც რაიმე ნივთის შესაძენად ვაჭრობა მიწევდა. დღეს Cardeal ფაქტობრივად, შენი პარტნიორია, ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და გგონია, რომ ავტომობილს Cardeal-თან ერთად ყიდულობ“ - გვიყვება ზურა.

 

ზურა საკუთარ მაგალითზე მიხვდა, რომ აშშ-ის საავტომობილო ბაზარს დიდი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მისი სწორად გამოყენება იყო საჭირო.

 


როგორც სტარტაპის დამფუძნებელი გვიყვება, ვებ-გვერდის პირველ ვერსიას ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა, თუმცა გუნდს მაშინ საკუთარი ნამუშევარი საუკეთესოდ მიაჩნდა. მის გასავითარებლად და დასახვეწად დაახლოებით 2 წელიწადი დასჭირდათ.

 

„1.0 ვერსიის გამოშვებისას ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობდით, რომ იდეალური პროდუქტი შევქმენით, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება იყო და სამწუხაროდ, მომხმარებელს ყურს  არ ვუგდებდით. Bounce Rate ძალიან მაღალი გვქონდა, ფაქტობრივად არ რჩებოდნენ ადამიანები ჩვენს საიტზე და მაშინვე გვტოვებდნენ. თავიდან შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, მომხმარებლის შეცვლას ვცდილობდით. გვეგონა, რომ მათ უბრალოდ არ იცოდნენ ვებ-გვერდის მოხმარება და პრობლემაც მათში იყო. 500 Startups-მა სწორედ ეს შეცვალა ჩვენს ხედვაში. თითქმის, მთლიანად გადავაწყვეთ ვებ-გვერდი და ახლა უკვე 3.0 ვერსია მუშაობს, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია საწყისი  1.0-სგან.“ - ამბობს ზურა.

 

დღეს Cardeal ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სტარტაპად ითვლება, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. რამდენიმე თვეში მისი გუნდი „საქართველოს ბანკის“ დახმარებით Silicon Valley-ზე, 500 Startups-ის ორივე ნაკადის გამარჯვებულებთან ერთად გაემგზავრება. უმსხვილეს ინვესტორებთან შეხვედრა სტარტაპს მთავარი მიზნის მიღწევაში, Unicorn-ობაში (სტარტაპი, რომლის ღირებულებაც $1 მლრდ-ს აჭარბებს) დაეხმარება. სან-ფრანცისკოში მდებარე ეკონომიკური ზონა დღემდე რჩება ტექნოლოგიურ მექად, სადაც მოხვედრა ნებისმიერი დამწყების ბიზნესმენის ოცნებაა.

 

მანამდე კი გუნდი საკუთარ ძალებს აზერბაიჯანის ბაზარზე მოსინჯავს, საიდანაც პირველი შეკვეთა უკვე წარმატებით განხორციელდა.

 

„ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენი გაყიდვების 30-40%-ს აზერბაიჯანი დაიკავებს. აქამდე თუ საქართველოში ჩამოსვლა იყო ერთადერთი საშუალება, ჩვენი დახმარებით აზერბაიჯანის მოქალაქეები ადგილიდან შეიძენენ ავტომობილს ამერიკაში, ტრანსპორტირებას კი საქართველოს პორტამდე უზრუნველვყოფთ. ეს ყველაფერი მათ ხარჯებს და რესურსებს მნიშვნელოვნად დაზოგავს.“ - ამბობს ზურა.

 

500 Startups-ის წყალობით, ქართულმა სტარტაპებმა უკვე არაერთი წარმატებული რაუნდი გამართეს ინვესტორებთან და საერთაშორისო ბაზარზე დადებითი იმიჯიც მოიპოვეს. სილიკონ ველის წყალობით, მათ პირდაპირ ექნებათ წვდომა ისეთ ინვესტორებთან, რომელთა სახელიც Google-ს, Apple-ს და Facebook-ს უკავშირდება. შესაძლოა გუნდმა მრავალ მილიონიანი ინვესტიციაც მოიზიდოს რაც არამარტო მათი, არამედ მთელი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის წარმატება იქნება.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up