Cardeal - საერთაშორისო ელექტრონული ავტო აუქციონი, რომელიც 500 Startups-ის აქსელერაციის მენტორშიპის მეორე ეტაპზეა

Cardeal - საერთაშორისო ელექტრონული ავტო აუქციონი, რომელიც 500 Startups-ის აქსელერაციის მენტორშიპის მეორე ეტაპზეა

access_time2020-08-10 12:10:19

ავტომობილებით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიაა. COVID-19 პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში, საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტის მოცულობა 26%-ით გაიზარდა და $127.9 მილიონი შეადგინა.


მიუხედავად ამისა, ამ ინდუსტრიაში მაინც ბევრი პრობლემა არსებობს. საქართველოში ეს ბაზარი საკმაოდ დანაწევრებულია წვრილი დილერებისა და სხვადასხვა მომწოდებლის გამო, რაც მომხმარებლებისთვის ზედმეტ შუამავალ რგოლებს წარმოქმნის და აძვირებს ავტომობილის ჩამოყვანის ღირებულებას.


ბაზრის კონსოლიდაციის მიზნით სტარტაპმა Cardeal, საერთაშორისო ტექნიკურ პარტნიორ Shelf.Network-თან ერთად, გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ციფრული პლატფორმა, რომლითაც მომხმარებელი თავიდან აირიდებს ავტომობილის გაძვირების რისკებს, ხოლო ყიდვის პროცესები სრულიად გამჭვირვალე იქნება.


საწყის ეტაპზე სტარტაპს ნდობასთან დაკავშირებული სირთულეები ჰქონდა, რადგან მომხმარებლებს მათი ქცევისგან განსხვავებული სერვისი შესთავაზეს. ადამიანებს მაინც სურდათ ოფისში მისვლა და მანქანის ამ გზით შერჩევა, მაგრამ დღეს უკვე მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად შეცვლილია.



„ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ შეგვექმნა საერთაშორისო ელექტრონული ავტო აუქციონი და სანდო საერთაშორისო მომწოდებელი კომპანიების საშუალებით დაახლოებით 500 ათასი ავტომობილის აგრეგაციას ვახდენთ. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის ვქმნით ერთიან ეკოსისტემას ანუ მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისი, იქნება ეს ადგილზე ინსპექტირება, დაფინანსება/ლიზინგი თუ საქართველომდე ტრანსპორტირება. ვებგვერდზე ასევე ინტეგრირებულია პარალელური ბიდინგის ფუნქციონალი, რომელიც ჩვენი პლატფრომის გავლით პირდაპირ საერთაშორისო აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობას გაძლევთ. ეს ფუნქციონალი უნიკალურია და სტარტაპს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას აძლევს,“ - ამბობს Cardeal-ის დამფუძნებელი ზურაბ ბაკურაძე.


Cardeal-ს დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს და სარგებლობს მისი სერვისით. დამფუძნებლების თქმით, სტარტაპმა მცირე დროში მოახერხა ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, მაგრამ მათთვის მთავარ გამოწვევად მაინც ბიზნესის ზრდის ტემპის აჩქარება რჩება. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამიეღოთ. მიზეზი მარტივია, 500 Startups-ის მაღალ ხარისხს განსაზღვრავენ პროფესიონალი მენტორები, რომლებიც პროგრამაში მონაწილე თითოეულ სტარტაპთან ინდივიდუალირად მუშაობენ. ისინი ეხმარებიან დამწყებ ანტრეპრენიორებს ისეთი პრობლემების იდენტიფიცირებასა და შემდგომ გადაწყვეტაში, რომლებიც აქამდე შესაძლოა უბრალო მოცემულობად აღექვათ.


„განწყობა თავიდანვე ძალიან კარგი გვქონდა, თუმცა 500 startups-ის აქსელერაციის პროგრამამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები პროექტის დიზაინის, კონტენტის და გაყიდვების კუთხით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და კვლავ ვაგრძელებთ ექსპერიმენტებს მენტორების რჩევებით, რაც კიდევ ახალ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩემი აზრით, საქართველოში მსგავსი დონის აქსელერაციის პროგრამა ჯერ არ ყოფილა და ძალიან დიდი პატივია პირველ ნაკადში მოხვედრა. რა თქმა უნდა, კერძო სექტორის, და ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკის, ჩართულობა ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებაზე,“ - გვიყვება ზურაბ ბაკურაძე.


ბევრი მომხმარებელი სხვადასხვა პროდუქტის შეძენისას ხშირად სარგებლობს ონლაინ მაღაზიებით და უკვე არც მანქანის შეძენაა გამონაკლისი. Cardeal-ის დახმარებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასუველი ავტომობილი, მიიღოთ აუქციონში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში უბრალოდ დაელოდოთ მის ტრანსპორტირებას.


(R)

თეგები:
Cardeal



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up