Car'D-ი-  ავტო და მოტო მფლობელებისთვის ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა

Car'D-ი- ავტო და მოტო მფლობელებისთვის ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა

access_time2020-06-28 17:00:36

ავტომფლობელებისთვის ბაზარზე ახალი კომპანია Car'D-ი გამოჩნდა, რომელიც 15 სხვადასხვა მიმართულების 150 კომპანიას აერთიანებს. სტარტაპი ორი კვირის წინ დაარსდა და მისი  დანიშნულება ავტო და მოტო მფლობელებისთვის სხვადასხვა ავტოსერვსებზე გაღებული ხარჯების შემცირებაა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ბაკურაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, დაარსებიდან პროდუქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც პანდემიის პირობებში საჭირო გახდა გარკვეულ სერვისებზე თახების დაზოგვის აუცილებლობა, Car'D-ის  შექმნის მიზანიც მისი თქმით, სწორედ ეს იყო. კომპანია ქართული ინვესტიციით შეიქმნა და როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, პირველ ეტაპზე მოგებაზე საუბარი ზედმეტია და ეს უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა.


„ეს არის პროდუქტი, რომლის შექმნაც პანდემიამ განაპირობა, რათა კრიზისის დროს კომპანიებს და მომხმარებლებს თანხები დაეზოგათ. შევქმენით ბარათი, რომელიც ყოველდღიურ დანახარჯებს შეამცირებს ავტო და მოტო მფლობელებისთვის. Car'D-ის მეშვეობით საწვავს ვასხამთ ფასდაკლებით, მანქანას ვრეცხავთ ფასდაკლებით, მანქანის ნაწილებს ვყიდულობთ ფასდაკლებით და ძალიან ბევრ აქტივობას ვაკეთებთ იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ჩვეულებრივად. ახლა 150-ამდე კომპანიასთან ვთანამშრომლბთ და მოლაპარაკებები გვაქვს „გალფთან“,“ ვისოლთან“ და  „ოპტიმასთან“.  ბარათის ღირებულება თვეში 10 ლარია, ხოლო წელიწადში მომხმარებელი 100 ლარს იხდის. Car'D-ი თანამშრომლობს იმ კომპანიებთან, რომლებიც საშუალებას აძლევენ მომხმარებელს ბარათის ფლობის შემთხვევაში  გაუკეთონ მათ ფასდაკლება და ამასთან ეს მეტი კლიენტის მოზიდვაში ეხმარებათ. 2 კვირაა რაც ბაზარზე ვართ და იმაზე კარგი შედეგი გვაქვს ვიდრე ველოდით, კომპანიების უმეტესობა თანახმაა თანამშრომლობაზე და სერვისის ხელმისაწვდომობის შექმნაზე.


 ასევ გვაქვს ყველაზე პოპულარული სერვისი Car'D Assistance-ი,  ეს არის იმ ადამიანებისთვის ვისაც დრო არ აქვს და ავტომობილის გარეცხვა ან შეკეთება სჭირდებათ - ამ სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში მოვლენ ჩვენი სერვის ცენტრიდან, წაიყვანენ ავტომობილს, შეაკეთებენ და დააბრუნებენ . ეს მომსახურება სრულიად უფასოა ჩვენი ბარათის მფლობელისთვის.



დასაწყისისთვის, საერთოდ არ ვფიქრობთ მოგებაზე, ეს უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც ამასთანავე ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას მოსახლეობისთვის და კომპანიებისთვის.“- განმარტავს ლაშა ბაკურაძე

 

კომპანია წლის ბოლომდე 350-ამდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ამასთან Car'D-ის ჯგუფი მომსახურების ცენტრის გახსნას ქუთაისშიც აპირებს. როგორც კომპანიის დაფუძნებელი აცხადებს, პირველ სექტემბრამდე პროდუქტი საქართველოს 4 ქალაქში იქნება წარმოდგენილი და მინიმუმ 300 ათასი ბარათი გაიცემა. ასევე შეიქმნება აპლიკაცია Car'D-ის კლიენტებისთვის.

 

მარიამ მორგოშია






„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up