Camille Bloch-ი საქართველოში თხილის წარმოებისა და გადამუშავების 10 მილიონიან პროექტს იწყებს

Camille Bloch-ი საქართველოში თხილის წარმოებისა და გადამუშავების 10 მილიონიან პროექტს იწყებს

access_time2020-12-08 19:00:36

2021 წლის იანვარში საკონდიტრო პროდუქციის შვეიცარიული მწარმოებელი Camille Bloch საქართველოში თხილის მოყვანის და გადამუშავების მსხვილ პროექტს იწყებს.

 

საუბარია 10 მლნ. დოლარი ინვესტიციებზე, 650 ჰექტარის პლანტაციის გაშენებაზე და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე - იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

 

Camille Bloch - არის ოჯახური კომპანია, რომლის ძირითადი სპეციალიზაცია შოკოლადის წარმოებაა. კომპანია 1929 წელს შეიქმნა, ხოლო მისი ბრენდებია Ragusa და Torino.

 საქართველოში მოყვანილი თხილის გამოყენება შოკოლადის წარმოებაში იგეგმება.

 

პროექტის რეალიზების მიზნით შპს CB Georgia დაარსდა, რომელსაც მიწები ლაგოდეხის რაიონში გადაეცა.

 

Camille Bloch-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება.

 

„პირველ 50 ჰექტარზე თხილი 2021 წლის იანვარ-თებერვალში დაირგება, 2022-ში კი კიდევ 100 ჰექტარი დაემატება. ჩვენი გეგმის რეალიზებას 6-7 წელი დასჭირდება - ეს საკმაოდ სერიოზული და შრომატევადი საქმეა“ - განაცხადა  CB Georgia-ის დირექტორმა რენე მაიერმა ტელეპროგრამა „ბიზნეს-პარტნიორის“ ეთერში.

 


პლანტაციების შექმნის პროცესში ნიადაგის კულტივირების და ნათესების დარგვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება. კერძოდ, მეიერის თქმით, საქართველოში თხილის შედარებით ახალი სახეობა დაირგება, რომელიც შედარებით დიდ მოსავალს იძლევა და მისი აკრეფა ტექნიკის გამოყენებითაა შესაძლებელი.

 

 

სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან ადგილობრივი კვალიფიცირებული კადრები, რომლებიც ამ ეტაპზე ტერიტორიას ამზადებენ.

 

„ჩვენ საქართველოში ახალი ცოდნა შემოგვაქვს. ამავე დროს ჩვენ ადგილობრივი კადრების ცოდნასაც ვიყენებთ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიც არის ნიადაგის და თხილის მოვლის პირობები კონკრეტულად საქართველოში. ორივე მხარე უნდა გაერთიანდეს და ერთად ჩვენ წარმატებულები ვიქნებით“ - განაცხადა კომპანიის მენეჯერმა კორპორატიული კომუნიკაციების საკითხებში ჯესიკა გერშკოვიცმა.

 

საყურადღებოა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, სადაც შვეიცარიის შემდეგ Camille Bloch-მა ინვესტიციების ჩადება გადაწყვიტა. კომპანია ასევე განასთან თანამშრომლობს, თუმცა, აფრიკაში ის მხოლოდ ნედლეულის ყიდულობს და არანაირ აქტივებს არ ფლობს.

 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ საქართველო იმის გამო აირჩიეს, რომ ქვეყანა ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია თხილის წარმოებაში, თანაც აქ პროდუქტის გადამუშავებისთვის საჭირო მთელი ინფრასტრუქტურაა. მათივე თქმით, ისინი სწრაფ მოგებას არ ელიან.

 

„ჩვენ ოჯახური კომპანია ვართ, და არ ვართ დამოკიდებულები პირველ წლების მოსავალზე. საქართველოში ჩვენ გრძელვადიან პროექტს ვიწყებთ და მომავალ თაობებზე ვფიქრობთ“ - ამბობენ ისინი.

 

„Camille Bloch“- ის მენეჯმენტი ასევე დარწმუნებულია, რომ მათ გეგმებს პანდემია ხელს ვერ შეუშლის.

 

„რა თქმა უნდა, პანდემიამ ჩვენი ბიზნესი დააზარალა, თუმცა, ეს გეგმების გადადების მიზეზი არ უნდა გახდეს. ჩვენ არ ვართ ის კომპანია, რომელიც პირობების გაუმჯობესებას ელის, ჩვენ პირობებს თავად ვაუმჯობესებთ. Camille Bloch 1929 წელს, ღრმა გლობალური კრიზისის დროს შეიქმნა. ჩვენთვის კრიზისი ახალი მიმართულებების მოძიების საშუალებაა“ - განაცხადა რენე მაირემა.

 

მოლაპარაკებები  Camille Bloch-ს და საქართველოს მთავრობას შორის ქვეყანაში ინვესტიციების ჩადების თაობაზე  რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კონკრეტული გადაწყვეტილება 2020 წლის იანვარში იქნა მიღებულ, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და კომპანიის პრეზიდენტის დანიელ ბლოხის შეხვედრის დროს.


წყარ: east-fruit.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
Camille Bloch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up