Camex Airlines ოპერირებას უახლოეს ხანში დაიწყებს - პირველი ბორტი უკვე თბილისშია

Camex Airlines ოპერირებას უახლოეს ხანში დაიწყებს - პირველი ბორტი უკვე თბილისშია

access_time2022-07-06 12:30:43

ახალი ქართული ავიაკომპანიის „კამექს ეარლაინსის“ პირველი ბორტი - Boeing737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უკვე მიიღო და ბორტმა პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც წარმატებით გაიარა.


როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბორტის მიღებით დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი ოპერირების დაწყების გზაზე.


„ქართულ ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა შესაძლებელი გახდა ამერიკული საფინანსო კოორპორაცია Gazelle Finance -თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. დეტალური შესწავლის კვალდაკვალ, ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს ავიკომპანიის გუნდის შესაძლებლობები და პერსპექტივა და შედეგიც დადგა - პირველი ბორტი უკვე მივიღეთ. Gazelle Finance, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, დარწმუნებულია, რომ Camex Airlines დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხებს საკუთარი სიტყვის თქმას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში.



ყველა პროცესი გეგმის მიხედვით ვითარდება და 2022 წლის ბოლომდე „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უკვე 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განაცხადა.


„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ამ პროცესში მონაწილე ყველა სტრუქტურისა და ადამიანის დამსახურება. შედეგზე ორიენტირებამ, სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების ერთობლიობამ და ცხადია, პირველ რიგში, საქმისადმი მაღალპროფესიულმა მიდგომამ მოიტანა დღევანდელი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორების ჯგუფს Gazelle Finance -იდან, ასევე, ავიაციის სააგენტოსა და TAV URBAN GEORGIA -ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს იმ პარტნიორული და ჯანსაღი ურთიერთობისთვის, რაც თანამშრომლობის პროცესში ჩამოყალიბდა“, - ხაზი გაუსვა გიორგი სეთურიძემ.


მისი თქმით, პროცესი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაც პირველი ბორტის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებით დასრულდა, ავიაკომპანიის სრულფასოვანი ოპერირების დაწყებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. „ველით, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე კვირაში დასრულდება სერტიფიცირების პროცესი და პირველი კომერციული ფრენის შესრულებას უკვე აგვისტოს თვიდან შევძლებთ“, - აღნიშნა სეთურიძემ.


საბოლოო ჯამში, ამ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს, - აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up