“ეროვნული ბანკის “სიზიფეს შრომა” – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში, თბილისის საფონდო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ეროვნული ბანკის “სიზიფეს შრომა”
ნათქვამია – “რამდენი ეკონომისტიც ერთად არ უნდა დასვა – მიიღებ ორჯერ მეტ ეკონომიკურ აზრს და პოზიციას!”
მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ეროვნული ბანკის მიერ სავალდებულო სავალურო რეზერვირების ნორმის (უცხოურ ვალუტაში) შემცირების შესაძლო შედეგების თაობაზე.
მარტივი ლოგიკით – აქ მოსალოდნელია ორი ვარიანტი:
1) ბანკები დატოვებენ დეპოზიტებზე იგივე პროცენტებს და გაუჩნდებათ დამატებითი სავალუტო სახსრები, შედეგად გაზრდება ბანკების ლიკვიდურობა ან თეორიულად ბანკები გაზრდიან სავალუტო-სასესხო პორთფელებს (რაშიაც მეპარება დიდი ეჭვი)
2) სავალუტო დეპოზიტებზე თანხების მოზიდვის მიზნით ბანკები გაზრდიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში სასესხო პროცენტების გაზრდას (და შესაბამისად მსესხებლების მხრიდან – სესხებზე მოთხოვნის შემცირებას). ანუ ბუნებრივად მოხდება ლარში სესხებზე მოთხოვნის ზრდა (თეორიულად)
მარგამ…!!!
ეს ვარიანტები “იმუშავებდა” – ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ტრენდის პირობებში…
დღეისათვის კი გვაქვს:
ა) იმპორტის შემცირება – მოხმარების შემცირების (და ცხოვრების დონის გაუარესების) პირობებში
ბ) ექსპორტის გაზრდის პოტენციალი ძალზედ დაბალია
გ) საშუალო და მცირე ბიზნესი “ჩაკვდა” თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფონზე (განსაკუთრებით ჩინეთთან)
დ) სამომხმარებლო სესხები შემცირებულია (ეროვნული ბანკის რეგულაციების წყალობით)
აქედან გამომდინარე საბანკო დაკრედიტების არეალი – ვერანაირად ვერ გაიზრდება და ეროვნული ბანკის აღნიშნულ ქმედება ექნება ძალიან მცირე გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და მათ შორის სავალუტო კურზეც…
რეზიუმე!
ცალკე აღებული ეროვნული ბანკი უძლურია, რომ კარდინალურად შეცვალოს ვითარება ეკონომიკაში.
თუ არ იქნება, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ სასწრაფოდ გტარებული ეკონომიკური რეფორმები – ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების მიმართულებით – მანამდე ეკონომიკაში “ძვრა” ვერ იქნება მიღწეული
ამასთან ერთად არსებობს ეკონომიკის სტაგნაციის პროცესის განვითარების რისკიც (სამწუხაროდ)…..
რა ვიცი …. ვნახოთ …..”, – წერს ხომიზურაშვილი.