ცაგერში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

ცაგერში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

access_time2022-08-10 11:46:30

ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



განახლდა ცაგერის ცენტრალური ნაწილი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მთავარ პარკს, ასევე შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.



,,მთელი რიგი სამუშაოებია ჩატარებული, ასევე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. მოწესრიგდა საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სისტემები. შენობებში განახლდა გადახურვები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. პარალელურად, დაწყებულია პროგრამის მეორე ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, კულტურისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. რაც მთავარია, წლობით დაგროვილი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა ცაგერის ბაზარს, უკვე გათვალისწინებულია და ცაგერს ექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი, სადაც ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი იქნება გათვალისწინებული. ცაგერს, ასევე, შეემატება ლადო ასათიანის სახელობის ცენტრალური პარკი, სადაც ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემოდგომაზე ყველა აღნიშნული სამუშაო დასრულდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.






ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?
access_time2022-10-04 14:00:18
აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.58 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით...


მსგავსი სიახლეები

up