Businessweek: მოიხმარენ თუ არა საკვები კომპანიების მმართველები საკუთარ პროდუქტებს?

Businessweek: მოიხმარენ თუ არა საკვები კომპანიების მმართველები საკუთარ პროდუქტებს?

access_time2016-05-14 12:00:43

Bloomberg-ის ყოველკვირეული გამოცემა Businessweek-მა გასულ კვირას Nestle-ს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარი იყო კომპანიის მცდელობაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას მეტი ყურადღება დაუთმოს. როგორც გაირკვა, Nestle-ს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ედ ბეტჯი Nestle-ს წარმოებულ ტკბილეულს საერთოდ არ მოიხმარს. იგი მხოლოდ შავ შოკოლადს მიირთმევს და ისიც, მხოლოდ უქმე დღეებში. 


Businessweek-ი დაინტერესდა, მოიხმარენ თუ არა მსხვილი კომპანიების ტოპ მენეჯერები თავისსავე შექმნილ პროდუქტს. 


უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თემით Businessweek-ი პირველად არ ინტერესდება. 


 2014 წელს Coca-Cola North America-ს პრეზიდენტმა, სენდი დუგლასმა განაცხადა, რომ იგი კოკა-კოლას ყოველდღე სვამს, ხანდახან ყავასთან ერთადაც კი: „სტანდარტული ჭიქის დალევის შემდეგ შეიძლება ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად Coke Zero დავლიო. ეს ჩემი დღიური რეჟიმია.“ 



საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის, Kellogg-ის აღმასრულებელი დირექტორმა ჯონ ბრაიანტმა 2015 წელს აღნიშნა, რომ თავის პროდუქციას ყოველდღე მოიხმარს. „მე მას ჩემს 6 შვილს ვაჭმევ,“ – განაცხადა მან. 


თავდაპირველად აღნიშნული პრაქტიკა პროგრამულ ინდუსტრიაში გავრცელდა. თუკი თანამშრომლები თავად მოიხმარდნენ იმ პროგრამას, რომელსაც დაწერდნენ, მომხმარებლისთვის ეს ნიშნის მიმცემი იყო, რომ პროგრამა მაღალ დონეზე მუშაობდა. დღესდღეობით საკვების ინდუსტრიაში საკმაოდ ხშირად გაისმის კრიტიკა საჭმლის მავნებლობასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს დიდი კომპანიებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და ზემოთაღნიშნული სტრატეგია ბევრ კითხვას სცემს პასუხს. 


საკუთარი კომპანიის პროდუქტების ყველაზე დემონსტრაციულ მომხმარებლად თავისუფლად შეგვიძლია დავასახელოთ უორენ ბაფეტი. 


ბაფეტი Coca-Cola-ს აქციების საკმაოდ სოლიდულ წილს ფლობს და აცხადებს, რომ ყოველდღიურად მინიმუმ ხუთ ჭიქა კოკა-კოლას სვამს. ბაფეტის კომპანია, Berkshire Hathaway სწრაფი კვების ქსელის Dairy Queen-ის მფლობელია. სწორედ ამიტომ, 85 წლის ბაფეტი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჰამბურგერებს მიირთმევს (ცხადია Heinz-ის კეტჩუპით). 


კიდევ ერთი მაგალითი: McDonald’s-ის გენერალური დირექტორმა, სტივ ისტერბრუკმა 2006 წელს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი McDonald’s-ის საკვებს ყოველდღიურად მოიხმარდა. მაშინ ისტერბრუკი ბრიტანეთში McDonald’s-ის რესტორნებს მართავდა. საინტერესოა, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი დონ ტომპსონი, 2015 წელს პოსტის დატოვების შემდეგ ვეგანური საკვების სტარტაპის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. Mars Inc.-ის პრეზიდენტმა, პოლ მიჩელსმა 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის სახლში კომპანიის პროდუქტს ხშირად მოიხმარენ. ამასთან, თანამშრომლებს ტკბილეული უფასოდ ეკუთვნით. საინტერესოა, რომ პარალელურად Mars-ი შაქრის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით არაერთ რეკომენდაციას გასცემდა. მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები საზოგადოებას მაგალითს აჩვენებენ და ცდილობენ მომხმარებლები პროდუქტის უვნებლობაში დაარწმუნონ. არჩევანის თავისუფლება, ცხადია კვლავ მომხმარებელს უფლებაა.



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი  ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up