BUSINESS INSIDER ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების სიას აქვეყნებს

BUSINESS INSIDER ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების სიას აქვეყნებს

access_time2019-01-04 21:20:59

BUSINESS INSIDER იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლით გადაადგილებაც ყველაზე უსაფრთხოა. რეიტინგში, საერთო ჯამში, 21 ავიაკომპანია მოხვდა, რომელთაც ავიაბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.


ჩამონათვალში პირველ ადგილზე ავსტრალიური საჰაერო კომპანია Qantas მოხვდა, რომელსაც 1951 წლის შემდეგ ავია კატასტროფა არ უფიქსირდება.


მეორე ადგილზეა Air New Zealand, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დიდ წარმატებას მიაღწია - ავიაკომპანიამ შეძლო და საუკეთესო ავიაკომპანიების ათეულშიც მოხვდა; ბოლო წლებია Air New Zealand-ის ავიარეისების დროს შეფერხება არ დაფიქსირებულა.



მესამე და მეოთხე ადგილებზეა Alaska Airlines და All Nippon Airways. ორივე ავია კომპანია მაღალი კლასის მომსახურებით გამოირჩევა. ამასთან, უკვე წლებია არცერთ მათგანს სერიოზული ავია შეფერხება არ უფიქსირდება. ხუთეულს American Airlines ასრულებს, რომელიც 1926 წელს დაფუძნდა.


ყველაზე უსართხო ავიაკომპანიების ჩამონათვალი კი, ასეთია:


Qantas
Air New Zealand
Alaska Airlines
All Nippon Airways
American Airlines
Austrian Airlines
British Airways
AirlineRatings.com
Emirates
Eva Air
Finland's national airline
Hawaiian Airlines
KLM
Lufthansa
Qatar Airways
Scandinavian Airlines
Swiss International Air Lines
Singapore Airlines
United Airlines
Virgin Atlantic
Virgin Australia


Bm.ge





„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 13:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ
access_time2020-10-30 18:00:49
Sportall.ge-ს ინფორმაციით, გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.  წყაროს ცნობით, ახალი ინვესტორის ფაბიო მანინის კლუბში მოსვლის შემდეგ, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახალმა მწვთელმა  ფეხბურთელებს ჯერ ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის...

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...


მსგავსი სიახლეები

up