Business Insider -  სულ უფრო მეტი ახალი ინვესტორი აცნობიერებს საქართველოში არსებული შესაძლებლობების ფართო სპექტრს და იყენებს ამ შესაძლებლობებს

Business Insider - სულ უფრო მეტი ახალი ინვესტორი აცნობიერებს საქართველოში არსებული შესაძლებლობების ფართო სპექტრს და იყენებს ამ შესაძლებლობებს

access_time2022-09-23 20:00:00

„რატომ ხდება საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდულობის ცენტრი?“ – ამ სათაურით საერთაშორისო გამოცემა Business Insider-ი საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე სტატიას ავრცელებს დახაზს უსვამსიმ უპირატესობებს, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკას აქვს მშპ-ის დივერსიფიცირებული სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ზრდას.


„პანდემიის შემდეგ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა და 2021 წელს 10,4%-იანი ზრდის ტემპი დაფიქსირდა. საქართველოს ეკონომიკის ეს დადებითი პროგნოზები განპირობებულია ძლიერი ფუნდამენტით, როგორიცაა სტაბილური ბიზნეს გარემო, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და საგადასახადო პოლიტიკა, რომლებიც ხელსაყრელია უცხოური ინვესტიციებისთვის. მაგალითად, ბიზნესის დასაწყებად საჭიროა 2 საათი და 2 დოკუმენტის წარდგენა, ხოლო სახელმწიფო სერვისების უმეტესობა ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში. ეკონომიკურ წარმატებას ასევე ხელს უწყობს კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი იდეალური მდებარეობა. საქართველო განიხილება სტრატეგიულ მიმართულებად განსაკუთრებით ინვესტორებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“, - ნათქვამია სტატიაში.


სტატიის თანახმად, ტრადიციული საინვესტიციო სექტორების გარდა, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მშენებლობა, მიმზიდველი საინვესტიციო სფეროებია ფინანსური სექტორი, IT, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ელექტროტექნიკისა და ავტომობილების ნაწილების წარმოება.



„საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, ტექნიკური და უცხო ენების ცოდნით შეიარაღებული კადრები. ქვეყანას აქვს საკმარისი რაოდენობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები. ასევე გააჩნია მარტივი და სამართლიანი საგადასახადო სისტემა. განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისა და კომპანიებისთვის: მარტივი, ეფექტური და, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროპასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი გადასახადები. საქართველო არის მესამე ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა, რაც განპირობებულია მისი ექვსი ფიქსირებული გადასახადით“, - აღნიშნავს Business Insider-ი.


სტატიაში ასევე ხაზგასმულია საქართველოში მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან (ჰონკონგის ჩათვლით), დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნებთან. შესაბამისად, ქვეყანა იდეალური ადგილია მსოფლიოს 2,3 მილიარდ მომხმარებელზე პირდაპირი წვდომით.


„სულ უფრო მეტი ახალი ინვესტორი აცნობიერებს საქართველოში არსებული შესაძლებლობების ფართო სპექტრს და იყენებს შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს ან დაეხმაროს ბიზნესის მშენებლობას ადგილზე. საქართველო კი აქტიურად გვთავაზობს დახმარებას. ესაა ქვეყანა, რომელსაც რეგიონის მიხედვით აქვს სუბტროპიკული, ხმელთაშუა და კონტინენტური კლიმატი, ასევე ითვლება მსოფლიოში უძველეს ღვინის რეგიონად. ყოველივე ეს ქვეყანას აქცევს საინტერესო ტურისტულ ადგილად უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით“, - წერს Business Insider-ი.




თეგები:
ინვესტორი



„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...


მსგავსი სიახლეები

up