Business Insider: Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ-ით შემცირდა

Business Insider: Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ-ით შემცირდა

access_time2021-01-19 20:00:50

ბოლო რამდენიმე დღეში სოციალური ქსელების Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ.-ით შემცირდა იმის გამო, რომ ინვესტორებს ტრამპის გვერდის გაუქმების გადაწყვეტილება არ მოეწონათ.


მათ შორის Facebook-მა 47,6, ხოლო Twitter-მა 3,5 მლრდ. დოლარი დაკარგეს.


ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, რაც ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ სამუდამოდ აუქმებენ დონალდ ტრამპის აკაუნტებს ახალი ძალადობის გაღვივების მაღალი რისკის გამო. ეს მოხვდა მთავრობის და მსხვილი კორპორაციების მხრიდან მწვავე პროტესტების გაღვივებაში პრეზიდენტის სავარაუდო წვლილის გამო უკმაყოფილების ფონზე.


სოციალური ქსელები მოსალოდნელ დანაკარგებს არ შეუშინდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს. იმის მიუხედავად, რომ მაგალითად Twitter-ის პოპულარიზაციაში ტრამპმა უდიდესი როლი ითამაშა.


თუმცა, ამ უკმაყოფილების და სანქციების ტალღაში Facebook და Twitter მარტო არ არიან, მრავალმა ბიზნეს-კომპანიამ სხვადასხვა სექტორიდან, კაპიტოლიუმის შტურმს იმით უპასუხა, რომ ტრამპის და რამდენიმე რადიკალი რესპუბლიკელი-სენატორის დაფინანსება შეწყვიტა. სავაჭრო ქსელებმა კი მემარჯვენე მოძრაობებთან დაკავშირებული კომპანიების პროდუქციის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.


თუმცა, სოციალური ქსელების საზოგადოებრივი მნიშვნელობის და გავლენის გათვალისწინებით, Facebook-ის და Twitter-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა.



საკუთარი გადაწყვეტილებები კომპანიებმა იმით დაასაბუთეს, რომ ტრამპის გვერდების შენარჩუნება ძალადობის ახალი ტალღის მაღალ რისკს შეიცავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან ინვესტორები ვერ დაარწმუნა, უკვე 11 იანვარს Facebook-ის აქციები 4%-ით გაიაფდა, მეორე დღეს - კიდევ 2,2%-ით.


სავარაუდოდ, ინვესტორებს აშინებთ ის, რომ, შესაძლოა, სოციალური ქსელების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებამ მომხმარებელთა გადინება გამოიწვიოს.


Twitter-ის კაპიტალიზაცია 6,4%-ით, შემდეგ კი 2,4%-ით შემცირდა, თუმცა, რამდენიმე დღეში 2,9%-ით გაიზარდა, მაგრამ ძველ მაჩვენებელს მაინც ვერ დაუბრუნდა.


თუმცა, ანალიტიკოსებმა ორივე კომპანიის საშუალო მიზნობრივი ღირებულება არ შეამცირეს. მათი აზრით, აქციების ფასის ვარდნა ბაზრის სპონტანური და რეფლექტორული რეაქცია, ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება და საპრეზიდენტო ციებ-ცხელება გაივლის, ყველაფერი თვის ადგილზე დაბრუნდება.


სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტები, რომლებმაც ასევე ტრამპის და მისი მხარდამჭერების წინაამღდეგ მკაცრი ზომები მიიღეს, ჯერჯერობით მშვიდად არიან, Apple-ის და Google-ის აქციები მცირედით გაძვირდა იმის შემდეგ, რაც მათ საქმიანი ურთიერთობები მესენჯერ Parler-თან იმის გამო გაწყვიტეს, რომ მას მემარჯვენე აქტივისტები იყენებდნენ.


Amazon-ის აქციებიც 1,6%-ით იმის შემდეგ გაძვირდა, რაც კომპანიამ Parler -ს თავის სერვერებთან წვდომა შეუჩერა. ამის მიზეზად ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაასახელა ძალადობისკენ მოწოდებების შემცველი კონტენტი, რომელიც Parler-ში ხშირად ჩნდება.


„ჩვენ რამდენიმეჯერ მოვთხოვეთ მათ ამ კონტენტის წაშლა, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს. ეს დიდხანს გრძელდებოდა და ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა“ - განაცხადეს Amazon-ში.


ამ რეპრესიული ზომების მიღების შემდეგ მესენჯერმა მუშაობა შეწყვიტა.


წლის 2021 წლის დასაწყისისთვის Parler-ის კაპიტალიზაცია 1 მლრდ. დოლარს შეადგენდა, 2020 წელს მას 9,6 მლნ. მომხმარებელი შეემატა, მათ შორის 7,8 მლნ. შტატებში.


markets.businessinsider.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
Facebook



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up