სამხრეთ კორეაში Burger King-მა კომპანიასთან Harim Pet Food ერთობლივად შექმნა სპეციალური მენიუ ძაღლებისთვის სახელწოდებით - „ნამდვილი დოგპერი“. ამის შესახებ HypeBeast წერს. გამოცემის ინფორმაციით, საკვების შემადგენლობაში გამოყენებულია ხარისხიანი და უსაფრთხო ინგრედიენტები, რომელიც ადამიანებსაც კი შეუძლიათ მიიღონ. ეს არის: ხორცი, მარცვლოვანი და ბოსტნეული.
„ვფიქრობ, ამ გზით Burger King-ის შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას იმ ბედნიერებაში, რომელიც მოაქვს ჩვენთვის შინაურ ცხოველებს“, - განაცხადა Burger King-ის კორეული რესტორნების ქსელის დირექტორმა იანგ ჩჟუ მუნმა.
ძაღლების მენიუში შედის ორი საკვები: თავად ჰამბურგერი ( დაზადებული სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის) და გრილზე დამზადებული ხორცის გემოს მქონე „ძვალი“.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი