ბურები საქართველოს შემდეგ ინვესტირებას  რუსეთის სოფლის მეურნეობაში გეგმავენ

ბურები საქართველოს შემდეგ ინვესტირებას რუსეთის სოფლის მეურნეობაში გეგმავენ

access_time2018-07-12 18:33:13

მუდმივი თავდასხმების და გახშირებული მკვლელობების გამო, სამხერთ აფრიკაში მცხოვრები თეთრკანიანი ფერმერები - ბურები, სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს.


 

„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“ - ამბობებ ჰოლანდიელი კოლონისტების შთამომავლები.


 

ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის მთავრობამ განაცხადა რომ „მოუღებს ბოლოს აპარტეიდის მემკვიდრეობას“, და დაუბრუნებს სამხრეთ აფრიკის მოსახლეობას მიწებს, რომელიც 400 წლის მანძილზე ბურებს ეკუთვნოდათ.  საუბარია ქვეყანაში არსებული ფერმერული მეურნეობების 72%-ზე.


 

უფლებადამცველებმა გააფთხილეს ქვეყნის მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება, რომ ეს ინიციატივა მოახდენს ძალადობის პროვოცირებას - თანაც, იმ სიტუაციაში როდესაც ბური-ფერმერების მდგომარეობა ისედაც მძიმეა:  2016-2017 წლებში  სამხრეთ აფრიკაში  638 თავდასხმა მოხვდა თეთრკანიან ფერმერებზე და 74 დასრულდა მკვლელობით.



 

ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ამ ინიციატიცის სავარაუდო ეკონომიკური შედეგები, კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა  შიმშლის ზღვარზე აღმოჩნდეს  გამოცდილი ფერმერების განდევნის გამო.

 


ექსპერტები იხსენებენ აფრიკული ქვეყნის  - ზიმბაბვეს - მაგალითს. იქაც  1999-2000 წელს თეთრკანიან ფერმერებს ჩამოართვეს მიწა და დაურიგეს ის „ზიმბაბველ ხალხს“, რამაც გამოწვია ძირითადი პროდუქტების დეფიციტი და ეკონომიკური ვარდნა. ქვეყანა დღემდე კრიზისშია.

 


თუმცა, ბურები არ ელოდებიან როდის მოახერხებენ უფლებადამცველები სამხრეთ აფრიკის მთავრობის ჭკუაზე მოყვანას. 15 000 ფერმერი მზადაა გადაბარგდეს აფრიკიდან რუსეთში,  კერძოდ კი სტავროპოლის მხარეში და  მზად არიან ჩადონ სოლიდური ინვესტიციები რუსეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

 

სამხრეთ აფრიკელი ბურების ყოველი ოჯახი მხადაა მოიზიდოს 100 000 დოლარი მიწის იჯარისთვის. ბურების 30-კაციანმა დელეგაციამ უკვე მოინახულა სტავროპოლის მხარე.

 

 

„ავაშენებს ჩვენს სოფლებს. შეგვიძლია ახალი ქალაქების აშენებაც. მოვიწყობთ სკოლებს, საბავშვო ბაღებს,  საავადმოყოფოებს, გავიყვანთ აუცილებელ ინფრასტრუქტურას“ - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ფერმერმა იან სლებუსმა.

 

vestifinance.ru

 






„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up