„ექიმებსაც აქვთ სურვილი სახლში მეტი დრო გაატარონ, ამისთვის ხელფასის სისტემა უნდა გაუმჯობესდეს“ - დიმიტრი ცქიტიშვილი

„ექიმებსაც აქვთ სურვილი სახლში მეტი დრო გაატარონ, ამისთვის ხელფასის სისტემა უნდა გაუმჯობესდეს“ - დიმიტრი ცქიტიშვილი

access_time2019-11-06 18:00:53

„ექიმი რატომ მუშაობს ბევრ ადგილას? იმიტომ, რომ დაბალი აქვს ხელფასი. თუ ეს სისტემა გაუმჯობესდება, მათაც აქვთ სურვილი სახლში მეტი დრო გაატარონ.“ - ასე აფასებს  ექიმებისთვის ორ კლინიკაში მუშაობის სავარაუდო აკრძალვას საქართველოს პარლამენტის წევრი, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი  „კომერსანტთან“ საუბრისას.


მედიკოსებისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააჟღერა. განცხადებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რაც არა ერთ პრობლემას წარმოშობს, მათ შორის საავადმყოფოში გადაუდებელი ვითარების დროს ექიმის დროულად მისვლის პრობლემას.


პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ პარტნიორებთან, დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან ერთად კონსულტაციის შედეგად რისკის შემცველი სამუშაოების სიის შედგენის აუცილებლობას ხედავს.


„კანონში გვინდა ჩაეწეროს, რომ რისკის შემცველ სამუშაოებზე შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.  რისკის შემცველი სამუშაო გულისხმობს, რომ ადამიანის  საქმიანობა არა მხოლოდ მას, არამედ სხვა პირებსაც ჯანმრთელობის საფრთხეს უქმნის, ამიტომაც უნდა შეიზღუდოს. ესენი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ბევრს.



ექიმების სამუშაო პროცესის რეგულაცია მე წარმომიდგენია ზოგადად სამედიცინო სისტემის რეფორმის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ დაზუსტდება სამინისტროსგან, თუ როგორ ხედავენ ექიმებისთვის ორ ადგილას მუშაობის აკრძალვას. მედიკოსები არაადამიანურად მუშაობენ , სასწაულებს აკეთებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია რეგიონებში, სადაც ექიმების და რესურსების ნაკლებობაა და ანაზღაურება კიდევ უფრო დაბალია.


კანონში გვინდა ჩანაწერი გავაკეთოთ, რომ მთავრობა ან ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან, დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან ერთად კონსულტაციის შედეგად შეადგენს რისკის შემცველი სამუშაოების სიას. კანონი ასეთ სამუშაოებს ვერ საზღვრავს, ამას საზღვრავენ ქვენორმატიული აქტები იმისთვის, რომ უფრო ოპერატიული იყოს საქმიანობა.


სხვა მსგავს პროფესიებს რაც შეეხება, შეიძლება მძღოლებს შეეზღუდოს მსგავსი მუშაობის რეჟიმი, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაჰყავთ მგზავრები. უცხოეთში დანერგილია ეს სისტემა, რითაც სპეციალურად კონტროლდება, რომ მძღოლმა შესაბამისაი დროით შეისვენოს და გააჩეროს მანქანა. ჩვენთან როგორ იქნება ამას დაარეგულირებს ქვენორმატიული აქტები, ხოლო კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს ამ პროცესს.“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


ექიმების რამდენიმე ადგილას მუშაობის საკითხი აქტუალური 2017 წელსაც იყო. ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმებოდა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ ასეთ ამკრძალავ რეგულაციებზე მუშობა სამინისტროს არც დაუწყია და ამას არც მომავალში გეგმავს.

 

2019 წლის სექტემბერში დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი ,რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შეიძლება აიკრძალოს.


მარიამ მორგოშია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up