ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, შემოსავლების სამსახურში გადამხდელებთან შეხვედრები გაიმართა

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, შემოსავლების სამსახურში გადამხდელებთან შეხვედრები გაიმართა

access_time2021-06-25 17:53:19

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, თბილისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. ამასთან, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს:



• ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას;



• გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივებას;



• შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზების დახვეწას;



• დეკლარირების პროცესში ტექნიკური შეცდომების შემცირებას;




• შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას;



• სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების ეფექტიან გამოყენებას (მართვას).



შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, მეწარმეებს ცვილელების შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.



აქვე აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწა მოსაკრებლის დეკლარირების სისტემა. კერძოდ, 2021 წლიდან, ცვლილების შედეგად გადასახადის გადამხდელს გაუმარტივდა დეკლარირების პროცესი და შესაძლებლობა მიეცა ერთი გაანგარიშებით შეასრულოს რამდენიმე ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულება. ამასთან, ტექნიკური შეცდომების გამორიცხვის მიზნით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონულ პორტალზე, გადაამოწმონ მათ საკუთრებაში არსებული ლიცენზიების შესახებ ინფორმაცია და უზუსტობის შემთხვევაში მიმართონ - სსიპ ,,წიაღის ეროვნულ სააგენტოს“.



ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებლი გადაიხდება ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით , ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.



,,15 ივლისის სავადო თარიღიდან გადამხდელი ვერ შეძლებს გაანგარიშებაში ასახოს ათვისების გეგმით განსაზღვრულ მოსაკრებელზე ნაკლები ოდენობა. ამასთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ სავადო თარიღში დეკლარაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გადამხდელს, პროგრამულად არსებული მონაცემების საფუძველზე, დაერიცხება სავარაუდო მოსაკრებლის თანხა. ვალიდაციის შემუშავებული მექანიზმები შეამცირებს გაანგარიშების შევსებისას, მექანიკური შეცდომების დაშვებისა და გადასახადისგან (მოსაკრებლისგან) თავის არიდების რისკებს’’,- განაცხადა ზაზა თაბაგარმა.



შემოსავლების სამსახურში გამართულ ონლაინ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიწოდებისა და აუქციონის ორგანიზების სამმართველოს უფროსი ირაკლი ქარჩავა, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის და ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები.
აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up