ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია კონკურენტული გარემოს აღდგენის მიზნით, თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს

ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია კონკურენტული გარემოს აღდგენის მიზნით, თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს

access_time2020-06-05 11:00:53

“საქართველოს ბუნებრივი ავტოგაზგასამართი სადგურების ასოციაცია” მიესალმება საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს თხევადი გაზის აქციზით სამართლიან დაბეგვრას.


2017 წლის იანვარში, ქვეყანაში ყველანაირ საავტომობილო საწვავზე  აქციზის ზრდამ, გარდა თხევადი გაზისა, ეს უკანასკნელი  ყველა სხვა დანარჩენ საავტომობილო საწვავთან მიმართებაში  პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.


აღნიშნულმა ფაქტორმა  გამოიწვია ბუნებრივ ავტოგაზგასამართ სადგურებზე რეალიზაციების კრიტიკული კლება, შეჩერდა ქსელის განვითარების პროცესი, ჩადებული სოლიდური ინვესტიციების უკუგების შეჩერებამ მრავალი ოჯახი გამოუვალ ვითარებამდე მიიყვანა: უკვე 35 გაზგასამართი სადგური გაკოტრდა და დაიხურა, უმუშევრად დარჩნენ  დასაქმებული  ადამიანები. 3  წლის წინ ქვეყანაში მოქმედი 200 ერთეული  ბუნებრივი გაზგასამართი სადგურიდან ამჟამად მხოლოდ  165 ერთეული ფუნქციონირებს და მათი უმრავლესობა, ასევე გაკოტრების პირას არის მისული. ამ ფონზე, უსამართლო საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის გამო, მომრავლებული თხევადი გაზის სადგურების რიცხვი კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მათმა რიცხვმა, მოკლე პერიოდში,  ბუნებრივი გაზის სადგურების პირვანდელ ოდენობასაც (200 ერთეული) კი გადააჭარბა.



ჩვენს მიერ, 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენებულმა საკითხმა, რომ ბუნებრივ გაზზე დაწესებული აქციზის ოდენობა ( 1მ3 - 20 თეთრი),  არ უნდა ყოფილიყო თხევადი გაზის აქციზზე 3-ჯერ მეტი ( 1 ლიტრი - 6,4 თეთრი), შედეგად მოიტანა  2017 წლის 1 აგვისტოდან გარკვეული ცვლილებები, თუმცა შემოღებულმა თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანმა მოდელმა  ვერ გაამართლა და ეტაპობრივად თავი იჩინა კანონმდებლობის ხარვეზით გამოწვეულმა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა: მეორე ეტაპის გადასახადისგან თავის არიდებამ, უაქციზო კოდებზე განხორციელებულმა იმპორტმა და სხვა.  გაირკვა, რომ  სრულად ვერ ხერხდებოდა ორეტაპიანი აქციზის გადახდაზე სრულყოფილი ადმინისტრირება და თხევადი გაზის იმპორტირებისას მის შემადგენელ ერთ-ერთ ფრაქციას  საერთოდ არ ეხებოდა აქციზის გადასახადი. შესაბამისად,  იმპორტიორებს, მათ მიერ შემოტანილ და უკვე ერთმანეთში შერეულ 1 ლიტრი თხევად გაზზე გადახდილი აქციზის საშუალო ოდენობა გამოსდიოდათ არა  16,2 თეთრი, არამედ მისი ნახევარი 8,1 თეთრი, ხოლო  ზოგ შემთხვევაში - მანიპულაციების წყალობით,  გაცილებით ნაკლები. 


აღნიშნული პერიოდის შემდგომ, ჩვენს მიერ არაერთხელ მოხდა პრობლემის წამოწევა სხვადასხვა უწყებებში, თუმცა უშედეგოდ. 


უდაოა, რომ  ბიზნესის განვითარებისთვის და კონკურენტული გარემოს შექმნისთვის აუცილებელია ყველა მეწარმის ერთნაირ საგადასახადო და სამართლიან პირობებში ჩაყენება. 


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ ნავთობსექტორის ყველა სეგმენტის, მათ შორის  თხევადი გაზის ინდუსტრიის განვითარებას, მაგრამ ვთვლით, რომ ეს  არ უნდა მოხდეს მეორე სეგმენტის ინტერესების იგნორირებისა და ჩიხურ ვითარებაში შეყვანის ხარჯზე, რასაც ადგილი ჰქონდა  ბუნებრივი გაზის საწვავთან მიმართებაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. 


ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით, რომ ბუნებრივი აირი უნდა წარმოადგენდეს ქვეყნისათვის პრიორიტეტს, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი!   აღნიშნული ხედვა განსაუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც საქართველოს, როგორც წარმატებული ტურისტული მიმართულების პოტენციალის ყოველდღიური ზრდა ხდება. თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრა უნდა მოხდეს ისე, რომ  დაცული იყოს სამართლიანი ბიზნესის კეთების შესაძლებლობისათვის ყველა პირობა და ბუნებრივი გაზის სეგმენტმა შეძლოს ბაზარზე თავისი პოზიციების შენარჩუნება! დაკეტილი და გაკოტრებული ბუნებრივი გაზგასამართი სადგურების რიცხვი მომავალში აღარ უნდა გაიზარდოს, ხოლო სამუშაო ადგილები ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას.  ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საავტომობილო საწვავის სტატუსის  მქონე    საწვავს, ყოველმხრივ ხელი უნდა შეეწყოს, რათა სამართლიანი დაბეგვრის რეჟიმის პირობებში  ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდეს. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ბუნებრივი გაზის აქციზთან მიმართებაში თხევადი გაზისათვის აქციზის სამართლიანი პროპორცია უნდა განისაზღვროს არანაკლებ 450 ლარით, რაც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ ინვესტიციები და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up