ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110  ავტობუსის შესაძენად  ტენდერი გამოცხადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

access_time2019-09-04 12:23:57

თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.


„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ერთეული MAN-ის ტიპის ავტობუსი. მათგან 40 ერთეული მოწოდებულია და თბილისის მოსახლეობა სარგებლობს. ველოდებით დარჩენილი 50 ერთეულს, რომელიც ივლისში უნდა შემოსულიყო, თუმცაკომპანიას დამზადებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ ავტობუსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანიას გარკვეული შეფერხებები აქვს. ძალიან მალე მოგვაწოდებენ და თბილისის მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ ავტობუსებით ისარგებლოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



მისივე თქმით, უკვე შესყიდულიარვამეტრიანი,ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი, რომელთა მოწოდებაუახლოეს მომავალში დაიწყება.


„ჩვენთვის მთავარი დამნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ყველგან არის სპეციალური საავტობუსოზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში საცობების გარეშე, შეუფერხებლად გადაადგილდებოდეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე12-მეტრიანი,110 ერთეულიავტობუსის შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა,ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს, რაც მოსახლეობის დისკომფორტთან ერთად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.




თეგები:
ავტობუსი



დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
access_time2019-11-14 11:55:40
დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up