ბუნდოვანი კანონმდებლობა და ტექნიკური პრობლემები - რა აფერხებს თიზ-ებში კრიპტოვალუტის წარმოების გაფართოებას

ბუნდოვანი კანონმდებლობა და ტექნიკური პრობლემები - რა აფერხებს თიზ-ებში კრიპტოვალუტის წარმოების გაფართოებას

access_time2021-11-03 10:00:25

კრიპტოვალუტის წარმოების გააქტიურებასთან ერთად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) მაინინგთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. თიზ-ების წარმომადგენლების ნაწილი კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ. დეპუტატების ნაწილი კი ფინანსთა სამინისტროს თიზ-ებთან მიმართებით სუბსიდირებაში ადანაშაულებს.



ფრაქცია „ლელოს” წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, კრიტპოვალუტის მომპოვებლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მოცულობის შემოსავლები აქვთ, თიზ-ებში საქმიანობის გამო არ იხდიან გადასახადებს, რაც პრობლემას წარმოადგენს. დეპუტატის თქმით, ეს „სუბსიდირების ტოლფასია“.



ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სალომე სამადაშვილის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ თიზ-ების ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების მწარმოებლების გადასახადებისგან გათავისუფლება მათ სუბსიდირებად არ უნდა ჩაითვალოს, თუმცა სამინისტრო ამ თემის გადახედვას არ გამორიცხავს.



„რაც შეეხება უფრო დეტალურად კრიპტოვალუტის მოპოვებას, კანონით დღგ-ისგან გათავისუფლებულია თიზ-ებში მოქმედი საწარმო, რადგან წარმოადგენს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიას. კოდექსით ასე არის განმარტებული, რომ ექსპორტი ხდება. ექსპორტის დროს კი, წარმოება დღგ-ით არ იბეგრება. მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია სექტორების მიხედვით დავყოთ ეს, რომ თუ თიზ-ში ასეთი საწარმო იქნა, ის დაიბეგროს და თუ არ იქნა, არ დაიბეგროს“, - განაცხადა კაკაურიძემ.



ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე
„კომერსანტთან“ არსებული კანონმდებლობის ბუნდოვანებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ არის დაზუსტებული თიზ-ების შემთხვევაში, უშუალოდ რა მოდელის კრიპტო წარმოება არ იბეგრება და როგორი მაინინგი იბეგრება, რაც ინვესტორების შემოდინებას აფერხებს.




„არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია, გაურკვეველია იბეგრება თუ არა და რა შემთხვევაში იბეგრება ე.წ. მაინინგი. კანონმდებლობა მაინინგთან დაკავშირებით მიღებულია, მაგრამ თიზ-ების სფეციფიკა იქაც გაურკვეველია. აქ უნდა გავაანალიზოთ კრიპტოვალუტების ბიზნეს მოდელი, სადაც ძირითადად ორი მიმართულებაა. პირველი, როდესაც კომპანია აწარმოებს კრიპტოვალუტას საკუთარი მიზნებისთვის, ანუ აქვს წარმოება. მეორე, როდესაც კომპანია ამუშავებს ე.წ სერვერებს და წარმოებულ ჰაშრეიტებს ყიდის სხვა კომპანიაზე, რაც უფრო მომსახურების გაწევის კომპონენტს განეკუთვნება. არსებულ კანონმდებლობაში ცალსახად არ არის ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ კუთხით, სპეციალური რეგულაცია არის შექმნილი, თუმცა საჭიროა მეტი სიცხადე.


დიდი ხნის წინ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს და მოვითხოვეთ განმარტება, რადგან არიან უცხოური კომპანიები, რომლებიც მზად არიან, რომ შემოვიდნენ, განახორციელონ ინვესტიციები, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. შემოსავლების სამსახურმა რაღაც საკითხებზე გვიპასუხა, მაგრამ მაინც ბევრი თემაა პასუხგაუცემელი, უშუალოდ რა მოდელის კრიპტო წარმოება არ იბეგრება და როგორი მაინინგი იბეგრება, რადგან აქ უნდა გაიმიჯნოს ყველაფერი. ვერ ვიტყვით, რომ თიზ-ში კრიპტოვალუტების წარმოება სხვა წარმოებებთან შედარებით განსხვავებულია ან განსაკუთრებული პრეფერენციებით სარგებლობს“,
- განმარტა სოსო ნიბლაძემ.



ფოთის თიზ-ის გენერალურ დირექტორი დავით ებრალიძეც „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის წარმოების მიმართულებით ინვესტორების ინტერესი გაიზარდა.



„კრიპტოვალუტის წარმოების მიმართულებით ინვესტორების ინტერესი საკმაოდ გაიზარდა. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თიზ-ებში არის 18%-ით დაბალი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნული სექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგეს ტექნიკურ-ინფრასტრუქტურული საკითხი, რაც უკავშირდება ელექტროენერგიის მიწოდებას. კრიპტოვალუტის წარმოებისათვის საჭირო ელ. მომარაგებით უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირის მიერ (ამ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოს მიერ) ხდება განაცხადის წარდგენა ენერგო-პრო ჯორჯიაში, რომელზეც ენერგო-პრო არ გასცემს შესაბამის ტექნიკური პირობას“, - ამბობს დავით ებრალიძე.



აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსხვილ დატა ცენტრებს შორის ყველაზე მეტი - 132 მილიონი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია „ბი ეფ დი სი საქართველომ“ შეიძინა, რაც 2020 წელს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 1.08% იყო. ესკოს სტატისტიკაში არ არის აღნიშნული, თუ რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს 2020 წელს მაინინგ კომპანია „ბლოქფაუერმა“, „აითილებმა“ და „ჯეომეინთენანსმა“. 2019 წელს კი ესკოს მონაცემებით, მსხვილმა მაინინგ კომპანიებმა 785.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 6.15% იყო.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up