ბუნდოვანი აპრილი და ბრენდული სასტუმროების კრიზისი

ბუნდოვანი აპრილი და ბრენდული სასტუმროების კრიზისი

access_time2020-03-19 19:30:57

გაუქმებული ჯავშნები, დახურული სპა და ფიტნეს ცენტრები, მორიგეობით რეჟიმზე გადასული პერსონალი და აპრილის თვის ბუნდოვანი სურათი - ასეთია მსხვილი სასტუმროების დღევანდელი რეალობა კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ეტაპზე საქართველოში.

 

გუდაურში სასტუმრო-რესტორნების ნაწილი უკვე დაიხურა და საბაგიროების მუშაობა შეწყდა.  „კომერსანტი“ ახლადგახსნილ სასტუმრო Best Western Gudauri-ს დამფუძნებელს გიორგი კვიწინაშვილს ესაუბრა. სასტუმრო ამჟამად ცარიელია და კარანტინის პირობებში 18 აპრილამდე მდგომარეობა უცვლელი დარჩება.

 

„გუდაური კარანტინის ზონად გადაკეთდა და დავიკეტეთ ჩვენც. ჯავშნები არ შემოდის, ხოლო თანამშრომლებს  ამ ერთი თვის ხელფასები ჩავურიცხეთ, მაგრამ შემდეგ თვეში რა იქნება, არ ვიცით. ამ ეტაპზე მარტის თვის ჯავშნები ყველა გაგვიუქმდა და ტურისტებიც წავიდნენ, ვნახოთ 18 აპრილის მერე რა იქნება.  თუ დააპირებენ ტუროპერატორები სტუმრების ჩამოყვანას კარგია, თუ არა და ვიქნებით ასე დაკეტილები“ - ამბობს Best Western Gudauri-ს დამფუძნებელი.

 

შეგახსნებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზამთრის კურორტები დროზე ადრე მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გუდაურში მყოფი ჩეხი ტურისტების გუნდიდან ორს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

მსხვილი ბრენდული სასტუმროების უმეტესობა უცხოელების ჯგუფების სიმცირესა და ინდივიდუალური ჯავშნების გაუქმებას ასევე კრიტიკულად აფასებს სასტუმროს ინდუსტრიისთვის, თუმცა დახურვას არ განიხილავს.


 

„ვითარება არის ძალიან ცუდი, როგორც ყველასთვის ამ ინდუსტრიაში და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ვირუსის გავრცელებამ და ფრენების გაუქმებამ,  შემცირდა შემოსვლებიც, უცხოელების ჯგუფებიც და ინდივიდუალური ჯავშნებიც. ჩვენი სასტუმრო ვითვალისწინებთ მთავრობის რეკომენადაციას -  დავხურეთ სპა და ფიტნესი და უსაფრთხოების ყველა ნორმას ვიცავთ, ხდება ოთახებში სრული დეზინფექცია და ფრთხილად ვეკიდებით საკითხს. ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა, ხოლო აპრილში სიტუაციის  უკეთესობისკენ შეცვლის იმედი არ გვაქვს, არ მგონია რომ ამ მონაცემებით პროდუქტიული იყოს მომავალი თვე. სასასტუმროს პერსონალის ნაწილი დისტანციურად მუშაობს და ვაკვირდებით სიტუაციას.“ – „კომერსანტს“  სასტუმრო Radisson-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

 

მოლოდინი, რომ ზამთრის მძიმე და პასიური სეზონიდან სასტუმროს ინდუსტრია მარტის თვეს მეტი აქტივობით შეხვდებოდა, არც სასტუმრო Ambassador-ისთვის გამართლდა, თუმცა იმედოვნებენ, რომ აპრილის თვის შემდეგ  ნეგატიური პერიოდი მათი სექტორისთვის დასრულდება. ამასთან, პროცესების დინამიკა დაზუსტებით არაფრის თქმის საშუალებას  იძლევა.  

 

„ ეს თვე ჩვეულებრივ ვმუშაობთ, ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას. სასტუმროს დახურვას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ და ძალიან არ გვინდა რომ დაიკეტოს.  თუმცა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში სიტუაცია და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ზამთრის პერიოდი დაბალი აქტივობის სეზონია ქალაქის სასტუმროებისთვის და მარტიდან ველოდით შედარებით მაღალ აქტივობაზე გადასვლას, მაგრამ ამ ვირუსმა ფაქტობრივად ყველაფერი გააფუჭა.   ყველა ჯავშანი გაუქმდა, რაც უმძიმესი დარტყმაა სასტუმროებისთვის. იმედი გვაქვს, რომ აპრილს არ გადასცდება ეს სიტუაცია და ჩვენც ნელნელა შევძლებთ ფეხზე დადგომას. აპრილის ჯავშნები ზოგჯერ შემოდის მერე უქმდება, მუდმივ დინამიკაშია და ყოველდღიურად„ იცვლება სიტუაცია - განაცხადეს Ambassadori Tbilisi-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ „ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ოთხი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ეს არის მთლიანად საქართველოს სასტუმროების და რესტორნების ინდუსტრია, ეს არის ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა, ტურისტული ინდუსტრიის მომიჯნავე ინდუსტრია, - აღნიშნა ნათია თურნავამ.მისივე განცხადებით, შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას.

 

 მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up