ბულგარეთში მდიდრული ავტომობილების მფლობელებს შეამოწმებენ

ბულგარეთში მდიდრული ავტომობილების მფლობელებს შეამოწმებენ

access_time2018-01-31 12:54:26

ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა 435 მდიდრული და სუპერავტომობილის მფლობელთა შემოსავლების შემოწმების სანქცია გასცა.
შესამოწმებელ ობიექტებს შორის ფაქტობრივად ყველა ელიტარული ბრენდის - „როლს როისის", „ფერარის", „ლამბორგინის", „ბენტლის", „მერსედეს-მაიბახის" და სხვა მოდელების მფლობელები არიან.

 

 

გამოცემა „ფრანს 24-ის" ინფორმაციით, შემოწმდება სიაში შესული ავტომობილების მფლობელთა შემოსავლების წყაროები. პროკურატურას აინტერესებს, ძვირფასი ავტომობილების მფლობელებმა, შემოსავალი გადასახადების დამალვის, თაღლითობის, კორუფციის, ან სხვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების გზით ხომ არ მიიღეს.

 

 

გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, რუმიანა არნუდოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესამოწმებელთა სიაში ძვირფასი ავტომობილების მფლობელთა გარდა ის 245  ადამიანიც მოხვდა, ვისაც 250 ათას ევროზე ძვირადღირებული ბინა აქვს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დამატებით 400 ათას ევროზე ძვირად შეფასებული ვილების მფლობელ 120 ადამიანსაც შეამოწმებს.


 

 

ცნობისთვის, ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა და ამჟამად მისი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ამ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 500 ევროა.

 

BPN.GE 

 

 

 



“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...


მსგავსი სიახლეები

up