ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
„ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვა, დახმარება აღმოუჩინონ ბულგარეთის ხელისუფლებას იარაღის საწყობებში მომხდარი აფეთქებების, ხანძრის დროს მტკიცებულებების განადგურებისა და ბულგარეთის სამი მოქალაქის მოწამვლის საქმეების გამოძიებაში, დამნაშავეების დასადგენად და მათ პასუხისგებაში მისაცემად“, - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
28 აპრილს ბულგარეთის პროკურატურამ 2011, 2015 და 2020 წლებში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქების ოთხ ინციდენტში ეჭვმიტანილად რუსეთის 6 მოქალაქე ცნო.
imedinews.ge