ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია?

ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია?

access_time2020-09-17 12:12:13

ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი გამოცემა Emerging Europe-ში აქვეყნებს სტატიას, რომლითაც საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის შენელებულ პროცესსა და ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუარესებულ ვითარებას ეხება.


მოქალაქეთა ჯგუფების პროტესტის უგულვებელყოფა, ინვესტორთა შევიწროვება, გამჭვირვალობის კლება და რეფორმების შეჩერება მიტოვის აზრით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს აფეხრებს.


“როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მე თვალს ვადევნებდი ევროკავშორ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას, თარიღს, როდესაც საქართველომ მისი საგარეო მისწრაფებების ფორმალიზება მოახდინა და ევროინტეგრაციის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგა. გზაზე, რომელიც ჩემმა ქვეყანამ ათწლეულით ადრე განვლო. ევროკავშირმა კი თავისმხრივ ასოცირების ხელშეკრულების მიზნების მისაღწევად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ხელშეწყობის მიზნით დიდი ძალისხმევა გასწია, მათ შორის კანონის უზენაესობისა და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით. თავდაპირველად საქართველო პროგრესისთვის მზაობას გამოთქვამდა და მას NATO-სა და ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო პარტნიორის ადგილის დაკავება სურდა. თუმცა, სამწუხაროა დღეს იმის ნახვა, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები შეჩერებულია.


რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითის განხილვა ნათელს ფენს იმ სისტემურ სისუსტეებს, რაც საქართველოს მმართველობით სისტემას აქვს და რამაც ქვეყნის როგორც საერთაშორისო იმიჯის, ასევე მისი ეკონომიკის დაზარალება გამოიწვია. ალბათ ამის ილუსტრირებისთვის ყველაზე კარგი მაგალითი ანაკლიის ღღმაწყლოვანი პორტის პროექტი იყო, რომელსაც აზიასა და ევროპას შორის ახალი საზღვაო დერეფანის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი. მრავალმილიარდიანი სტრატეგიული პროექტის განვითარებაში საერთაშორისო ინვესტორებით დაკომპლექტებული გუნდი ჩაერთო, თუმცა მთავრობამ პროექტის მთავარ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გაწყვეტლება მიიღო, რისი ადეკვატური დასაბუთებაც მას ამ დრომდე არ წარუდგენია. იმისდა მიუხედავად, თუ რის მიღწევას ცდეილობდა ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობა, ეს იყო უარყოფითი სიგნალი ინვესტორებისთვის.


ციფრული არბეშუმის გზა კომპანია NEQSOL ჰოლდინგის მიერ არის ინიცირებული და ისიც ანაკლიის პროექტის მსგავსად მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის ახალი ახალი მარშრუტის შექმნას საქართველოსა და შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მეშვეობით.



2018 წელს NEQSOL-მა “კავკასუს ონლაინის” შეძენა გადაწყვიტა, რადგან ამ კომპანიის საკუთრებაში პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა - კერძოდ კი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელი იყო. ამ მიზნით კომპანიამ საქართველოს მთავრობის არაერთ წარმომადგენელთან აწარმოა მოლაპარაკება, რათა ტრანზაქციაზე თანხმობა მიეღო.


ამ გარიგების განხორციელებიდან საკმაო პერიოდის შემდეგ კი საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კურსი შეცვალა და ამჟამად უწყება აცხადებს, რომ კომპანიას არ აქვს შესაბამისი ნებართვა და NEQSOL-ს გარიგების შეცვლას აიძულებს და კომპანიას აქტივების ექსპროპრეაციის მუქარას უგზავნის. საქართველოს პარლამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ნებისმიერ სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე ყოველგვარი შემაკავებელი მექანიზმის გარეშე, სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას აძლევს. ეს კი თავისმხრივ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის,”- წერს ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი.


ამგვარი რადიკალური ნაბიჯების შესაძლო მიზეზების განხილვისას, მიტოვი წერს, რომ მათი მიზეზები შესაძლოა ბუნდოვანი იყოს, თუმცა ცხადია ის, რომ ამ ნაბიჯებით საქართველო როგორც საკუთარ რეპუტაციას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს.


“არაერთი შესაძლო ახსნა გამოითქვა, დაწყებული რუსული ინტერვენციით და დამთავრებული კორუმპირებული ბიზნესმენების გავლენებით. რეალური მოტივები შესაძლოა მომავალშიც დამალული დარჩეს, თუმცა ამ მოვლენების მიერ გამოწვეული ზიანის დანახვა კი ცხადად არის შესაძლებელი,”- აღნიშნავს დანიელ მიტოვი.


“იმის მიუხედავად, აცნობიერებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამას, მის მიერ საერთაშორისო პროექტების ჩაშლა და უცხოელი ინვესტორების საქმიანობის ხელშეშლას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. როდესაც საერთაშორისო ინვესტორები ქვეყნის კანონის უზენაესობას ვეღარ ენდობიან, მათი ბუნებრივი რეაქციაა, რომ წავიდნენ - ამის დანახვა კი საქართველოში FDI-ის კლებადი სტატიკითაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ მიზეზი, რის გამოც საქართველოში ინვესტიციებმა მკვეთრი ვარდნა COVID-19-ის პანდემიამდე ბევრად ადრე განიცადა.


სამოქალაქო საზოგადოებამ მიმდინარე მოვლენებში საკუთარი პოზიცია სწორად დააფიქსირა, როდესაც კომუნიკაციების კანონში დაჩქარებული წესით მისაღები ცვლილებები არაერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. ამასთანავე, წინასაარჩევნო პერიოდში იმგვარი კანონის მიღება, რომელიც მარეგულირებელს კომუნიკაციების სექტორზე შეუზღუდავი გავლენის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის მიმართულებით პროგრესს ცდილობს, ამგვარი კანონმდებლობის მიღება კი კარგ სიგნალს არ წარმოადგენს,”- წერს დანიელ მიტოვი.


ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე არსებულმა რეგრესმა შეშფოთება უკვე გამოიწვია. “თუკი ევროკავშირი კვლავ დაინახავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო მის მიერ გაცხადებული პრიორიტეტებისა და რეფორმების შესრულება, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთოერთობა შესაძლოა გაუარესდეს,”- აღნიშნავს მიტოვი, მისი თქმით, სამწუხარო იქნება თუკი დახურულ კარს მიღმა წარმართული პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პროგრესს, რაც ქვეყანას წარსულში ჰქონდა.


(NS)


თეგები:
NEQSOL



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up