ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

access_time2021-01-14 12:20:00

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მისალოც წერილში ბოიკო ბორისოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას.




„თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ვიყენებ ამ სასიამოვნო შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დადებით ხასიათს, რომელიც მეგობრობას, ისტორიულ, კულტურულ და სულიერ სიახლოვეს ეფუძნება. საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რისი მტკიცებულებაც აქტიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი გახლავთ. ეკონომიკურ სფეროში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის შემდგომი განვითარების წინაპირობა. ბულგარეთი თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს უჭერს მხარს და აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ურყევ ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში და გარწმუნებთ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემაში“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up