ფრანგულმა კომპანიამ Champagne Carbon, ასევე ფრანგულ Bugatti-სთან თანამშრომლობით ერთადერთ ეგზემპლარად გამოსცა ცქრიალა ღვინო სახელწოდებით La Bouteille Noire. ის 15-ლიტრიან ბოთლშია ჩამოსხმული, რომელიც თავის მხრივ, ნახშირბოჭკოსგანაა დამზადებული, ხოლო შესანახი ყუთი გაგრილების ფუქნციითაა.
Champagne Carbon და Bugatti 2018 წლიდან თანამშრომლობენ, მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი იყო ასევე ცქრიალა ღვინო EB.01, რომელიც 90%-ით თეთრი შარდონეს ყურძნისგან და 10%-ით წითელი პინოს ყურძნისგან შედგებოდა. ამის შემდეგ გამოსცეს ვინტაჟური EB.02 Chiron 300+, რომელშიც 100% შარდონე გრან-ქრიუ ჯიშის ყურძენი იყო და მიეძღვნა Chiron Super Sport 300+ სიჩქარის რეკორდს.
ახლა კი წარმოდგენილია საკოლექციო 15-ლიტრიანი ბოთლი La Bouteille Noire, რომლის ქეისიც ბრენდის ჰიპერქარის La Voiture Noir-ის ფორმისაა. მის დამზადებაზე კომპანიამ 150 საათი დახარჯა.
ამ ბოთლის ფასი უცნობია, მას ოფიციალურად ლონდონის ბუტიკ-სასტუმროში The Londoner-ში წარმოადგენენ.