ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ აუდიტორული კომპანიების ხარისხის მიმოხილვა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ აუდიტორული კომპანიების ხარისხის მიმოხილვა

access_time2021-02-23 15:00:11

რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ აუდიტორული კომპანია გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა, ვახტანგ ცაბაძემ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომპანიების ხარისხის შემოწმებაზე ისაუბრა, რომლის შედეგებიც 2020 წლის ბოლოს გასაჯაროვდა.

მისი განმარტებით, შემოწმების შედეგად, გრანთ თორნთონი კვლავ "საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა(სდპ)" აუდიტის უფლებამოსილების მქონე კომპანიაა და იმ 12 კომპანიას შორისაა, რომელსაც ეს უფლება შეუნარჩუნდა.

როგორც ვახტანგ ცაბაძემ აღნიშნა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ეს რიგით მეორე შემოწმება იყო და მსგავსი შემოწმება 2017 წელსაც ჩატარდა. „გრანთ თორნთონი“ კი იმ რვა კომპანიას შორისაა, რომელსაც ყველა ზომითი კატეგორიის “სდპ”-ს აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება აქვს, შეზღუდვების გარეშე. რაც შეეხება დანარჩენ 4 კომპანიას, მათ მცირე შეზღუდვები აქვთ.

- რას გულისხმობს SARAS-ის მიერ განცხორციელებული აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლი? რამდენად რთული პროცესია ამ შემოწმების გავლა?

როგორც ვახტანგ ცაბაძე განგვიმარტავს, SARAS-ის მიერ აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლი ორ სფეროდ შეიძლება დაიყოს:

პირველი - ეს არის ორგანიზაციის დონეზე ხარისხის კონტროლი, რაც ფირმაში არსებული ყველანაირი პროცესების შემოწმებას გულისხმობს, იქნება ეს პერსონალის აყვანა, პერსონალის კვალიფიკაცის ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების აყვანა, კლიენტების აყვანისას გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მასთან დაკავშირებული პროცედურების შემოწმება და ასე შემდეგ.

მეორე სფერო კი უშუალოდ კონკრეტულ გარიგებებს მოიცავს, და შერჩეული გარიგებების ყველა დოკუმენტის შემოწმებას გულისხმობს. მოწმდება აუდიტის დაგეგმვის პროცესი, რისკების შეფასება, ჩატარებული პროცედურები და საპასუხო ქმედებები იმ რისკებზე, რაც აუდიტის დაგეგმვის ეტაპზე შეფასდა. როგორი დასკვენები იქნა გამოტანილი და თუ არის ეს გამყარებული აუდიტის სამუშაო დოკუმენტებით და მათში ასახული ინფორმაციითა და ფაქტებით. მთლიანად მოწმდება აუდიტორული კომპანიის რამოდენიმე კონკრეტული გარიგება.

„ფირმის დონეზე ყველაფერი ძალიან დეტალურად მოწმდება. ჩვენ შემთხვევაში გვამოწმებს როგორც საერთაშორისო ქსელი (Grant Thornton International), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS). დიტის ზედამხედველობის სამსახური ეცნობა იმასაც, თუ როგორი ანგარიში მოამზადა ჩვენმა ქსელმა ჩენი ხარისხის სისტემის შესახებ, რა შენიშვნები ჰქონდა ქსელს ჩვენ ფირმასთან. მოწმდება რამდენიმე კლიენტის აყვანის პროცედურა და კონტრაქტები, ერთი სიტყვით ძალიან დეტალური შემოწმებაა.

წლევანდელი შემოწმება იყო ბევრად უფრო დეტალური და დროშიც უფრო გაწელილი, ვიდრე სამი წლის წინანდელი. ერთ-ერთი პრობლემა, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ იყო ის, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს პროცესი 8 თვე გაგრძელდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სხვა აუდიტორულ კომპანიებშიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა შემოწმების პროცესი. მესმის, რომ ეს დეტალური შემოწმებაა და დროს მოითხოვს, მაგრამ პროცესის ასე გახანგრძლივება დამძაბველია და სხვა საკითხებიდან ყურადღების გადმოტანას ითხოვს, რაც მიმიდინარე საკითხებს აკლდება ბუნებრივად.

რა თქმა უნდა პანდემიის გავლენაც გასათვალისწინებელია. თუ წინა შემოწმების შემთხვევაში SARAS-ის ჯგუფი ჩვენ ოფისში მუშაობდა და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა შეგვეძლო, წელს ეს შესაძლებლობა შეზღუდული გვქონდა და შესაბამისად დისტანციურად ვმუშაობდით. შემოწმების პროცესში, SARAS-ის ექსპერტებთან გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავდით.

რა თქმა უნდა, უშუალოდ შემოწმების პროცესშიც ბევრი კითხვა-პასუხია, შემდეგ აღმოჩენილი ფაქტების შესახებ დგება ანგარიშის პროექტი, რომელსაც ერთად გავდივართ და ჩვენ პოზიციებს ვუხსნით სხვადასხვა საკითხებზე. საბოლოოდ დგება ანგარიში და მიიღება გადაწყვეტილება თუ რა კატეგორიას მიანიჭებენ ფირმას.“ - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ 


კითხვაზე - რის მიხედვით ენიჭება აუდიტორულ კომპანიებს კატეგორიები, ვახტანგ ცაბაძე პასუხობს, რომ აუდიტორული კომპანიის სულ ხუთი კატეგორია არსებობს. მისივე განმარტებით, პირველი და მეორე კატეგორიები უფლებამოსილებების მხრივ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, რადგან ორივეს “სდპ”-ის და ნებისმიერი ზომითი კატეგორიის კომპანიის აუდიტის ჩატარების უფლება აქვს, ხოლო მესამე და უფრო დაბალი კატეგორიის კომპანიებს უკვე “სდპ”-ს შემოწმების უფლება აღარ აქვთ, ან პირველი და მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოების აუდიტის უფლება აღარ აქვთ და რიგი სხვა შეზღუდვები აქვთ.

გამომდინარე იქიდან, რომ 1 და 2 კატეგორიაში უფლებამოსილებების მხრივ არანაირი განსხვავება არ არის, ერთსაც და მეორესაც შეუძლია “სდპ”-ს აუდიტი და ნებისმიერი ზომითი კომპანიის აუდიტი, ცოტა უცნაურია, რა საჭიროა ეს ორი კატეგორია. არის შემთხვევები, როდესაც ეს ტენდერებში პრობლემებს ქმნის, ვინაიდან შემსყიდველი აცხადებს, რომ სჭირდება უშუალოდ პირველი კატეგორიის აუდიტორი. თუ ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა აუდიტორი და მას მისცა უფლება, რომ ჩაატაროს “სდპ”-ს და ყველა ზომითი კატეგორიის საწარმოს აუდიტი, მაშინ რატომ იზღუდება მეორე კატეგორიის აუდიტორი, როცა წესით ყველაფრის ჩატარების უფლება აქვს - ეს სამსჯელო საკითხია.

ოფიციალურ დოკუმენტში ამ ორ კატეგორიას შორის ჩანაწერში არანაირი სხვაობა არ არის, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგისთვის თუ გამოიყენებს ამას ფირმა, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს ეს საკითხი ტენდერებში მაინც უპირატესობის მიღების საშუალებას იძლევა. ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში რა და როგორ გადაწყდება რთული სათქმელია. საერთოდ რამდენად საჭიროა 5-6 კატეგორია ესეც სადავო საკითხია. იქნებ საერთოდ ჯობდეს რომ იყოს ორი კატეგორია, მხოლოდ “სდპ”-ს აუდიტორები და სხვები.

“სდპ” - არის საზოგადოებრივი დაინტერესების პირი. შესაბამისად, გასაგებია მათთვის აუდიტის რეგულირებას რომ ვაკეთებთ. როდესაც ორგანიზაცია საზოგადოებრივი დაინტერესების პირია, მნიშვნელოვანი კომპანიაა და თუ მას ფინანსური პრობლემები შეექმნება, ამან შეიძლება გავლენა საზოგადოებაზე იქონიოს. მაგრამ თუ კომპანია არ არის „სდპ“, განმარტებიდანვე ნიშნავს, რომ ის ზოგადად ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის რისკს არ წარმოადგენს. შესაბამისად, შესაძლებელია რომ ასეთ საწარმოს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს რომელი კატეგორიის აუდიტორი აირჩიოს“ - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.

გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ ერთ-ერთი თემა, რაც ამ შემოწმებებისას ჩნდება, არის ხარისხის კონტროლის სიმკაცრე. წელს უფრო მეტად ისმის წუხილები აუდიტორული კომპანიებისაგან, რომ შემოწმება იყო მკაცრი და პატარა აუდიტორულ კომპანიებსაც ისევე მკაცრად ამოწმებდნენ, როგორც დიდ და საერთაშორისო ქსელის წევრ კომპანიებს.

„თუ ვამოწმებთ აუდიტის ხარისხს, მე ვიტყოდი, რომ სიმკაცრე ყველგან ერთნაირი უნდა იყოს. თუმცა, თუ მაინც გვინდა დიდები და პატარები სხვადასხვანაირად შემოწმდეს, მაშინ ჯერ დიდი და პატარა აუდიტორული კომპანიებისთვის სხვადასხვა კრიტერიუმები განვსაზღვროთ და შემდეგ, ამ განსხვავებული კრიტერიუმების მიხედვით ორივეგან ერთნაირად მკაცრები ვიყოთ.

შესაძლებელია თუ არა დაყოფა? ეს ძალიან რთული ტექნიკური საკითხია, თუმცა ამის გარკვეული ინდიკატორები არსებობს. ზოგადად, არსებობს ცნება „მცირე და საშუალო პრაქტიკა“. აღიარებულია, რომ არსებობენ დიდი და პატარა ფირმები, შესაბამისად იქნებ შეიძლება რომ დავყოთ რეგულირებაშიც? ამით მივდივართ იმ საკითხამდე, რომ თუ პატარებს ნაკლები კრიტერიუმებით ვამოწმებთ, მაშინ ეს პატარა აუდიტორული ფირმები თავისთავად თანახმა უნდა იყვნენ იმაზეც, რომ პროპოროციულობა დაიცვან და პატარა კომპანიები შეამოწმონ. ხომ არ შეიძლება, რომ ორ კაციანმა აუდიტორულმა ფირმამ შეამოწმოს კომპანია, რომელშიც მუშაობს 50000 კაცი, რომელსაც ჰყავს 17 სხვადასხვა შვილობილი და 11 ბიზნეს მიმართულებაში ოპერირებს.“ - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.

ცაბაძის განმარტებით 2020 წელს უფრო დეტალური შემოწმება გამოიწვია იმან, რომ წინა შემოწმების შემდეგ საკმაო დრო გავიდა, ბაზარი შეიცვალა, SARAS-მაც მეტი გამოცდილება დააგროვა და ზოგადად გარემოც შეიცვალა.

ვახტანგ ცაბაძემ აღნიშნა, რომ 2017 წლიდან დღემდე აუდიტორულ ბაზარზე კომპანიების რაოდენობის მხრივ დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მისი განმარტებით, ყველა დიდი აუდიტორული ქსელი, რაც აქამდე საქართველოში იყო წარმოდგენილი კვლავ ოპერირებს და რომელიმე სხვა დიდი ქსელის შემოსვლა აღარ არის მოსალოდნელი.

აუდიტორული კომპანიების რაოდენობაც არ შეცვლილა, ბოლოს რომ ვნახე 269 ფირმა იყო დარეგისტრირებული და დიდი ცვლილება არ არის. იმის თქმა შემიძლია, რომ დიდი და მსხვილი ფირმები, მით უმეტეს საერთაშორისო ქსელის წევრი ფირმები ყოველთვის იცავდნენ ხარისხს. რაც შეეხება პატარებს, ხარისხი არ ვიცი, მაგრამ ამ რეგულაციების სიმძიმის გამო, შესაძლოა გაჩნდეს სურვილი, ფირმები გაერთიანდნენ და გაიზარდნონ.“ - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ

ვახტანგ ცაბაძემ გრანთ თორნთონის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათი გეგმა და მიზანია, რომ გრანთ თორნთონს საქართველოში ჰქონდეს ყველა ზომის, ყველა კატეგორიის, ყველანაირი კომპანიის აუდიტის ჩატარების უფლება.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ხარისხის გაუმჯობესებას, გვინდა რომ გვქონდეს უმაღლესი ხარისხი. ამას ყოველთვის, ყველა კლიენტთან და ყველა თანამშრომელთან აღვნიშნავთ.

როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოშიც ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ როდესაც გრანთ თორნთონთან მომხმარებელი მოდის, მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ იციან კომპანიის ხარისხის შესახებ. სხვა შემთხვევაში, მათთვის ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესო არ იქნებოდა“ - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ

ცაბაძემ განმარტა, რომ ბაზარზე მოთხოვნა აუთსორსის მიმართულებითაც იზრდება. დარწმუნებული ვარ რომ ეს მიმართულება გაიზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მიხვდება, რომ ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა უფრო მომგებიანი და კომფორტულია.“-აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.

გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი დასძენს, რომ კომპანია 2021 წელს - 2020 წელთან შედარებით ზრდას ელოდება. 2020 წელს კი 2019 შედარებით უმნიშვნელო ვარდნა ჰქონდათ, „-შეიძლება ითქვას, რომ კომპანია იგივე მაჩვენებლებზე გავიდა.“-აცხადებს ცაბაძე


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up