ბუღალტრები ექიმებისთვის

ბუღალტრები ექიმებისთვის

access_time2020-08-13 14:00:17

საზოგადოების განვითარების ხარისხი სამოქალაქო ინიციატივების მიხედვით ფასდება. კარანტინის ყველაზე მკაცრსპერიოდში 40 ადამიანი უფასოდ ახალ პროფესიას დაეუფლა. ბუღალტერთა კავშირმა დონორების ჩართულობის გარეშე კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლო და გრძელვადიანი დახმარება გაუწია ექიმების, პოლიციელების და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე სპეციალისტების ოჯახებს.


11 აგვისტოს საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა 40 ადამიანს დამწყები ბუღალტრის კვალიფიკაციის დამატასტურეებელ სერტიფიკატებს გადასცა. დღევანდელ პოსტ-პანდემიურ შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიების სამეულში ბუღალტრის კვალიფიკაცია შედის.


პანდემიამ და მსოფლიო კრიზისმა ექიმები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანაშრომლები პროფესიების აქტუალობა და მნიშვნელობა შეგვახსენა. მათ მიერ მადლიერების და მათი აღიარების გამოხატვის სწორი და დასაფასებელი ფორმა საქართველოს ბუღალტერთა კავშირმა აირჩია: ბუღალტერიის შესწავლის შესაძლებლობა უფასოდ მიეცემა ექიმ-ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, სამედიცინო პერსონალის, მაშველების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრებს, მათ ვისაც კარანტინის პირობებში სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ბუღალტრის პროფესია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის შეესწავლა.


ღონისძიებაზე გაფორმდა მემორანდუმი Kaizen Class Knowledge Center-თან, რაც ბუღალტერთა კავშირის და Kaizen Class Knowledge ფინანსური მართვის მიმართულებით პროფესიული განათლების სფეროში ახალ თანამშრომლობის დაწყებას ნიშნავს.
ჩვენ ამ პროექტის ბენეფიციარებს გავესაუბრეთ. მაია ნოზაძე უკვე მუშაობს ფინანსების მიმართულებით, თუმცა ახალი ცოდნა მისი კარიერული ზრდისთვის არის აუცილებელი. „მე ვარ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსური განყოფილების ერთ-ერთი უფროსის მოადგილე. მივიღე პროექტში მონაწილეობა, იმიტომ რომ მქონდა ძალიან კარგი საშუალება კოვიდის პერიოდი გამომეყენებინა დადებითად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ფინანსური აღრიცხვის ფუნდამენტურად ცოდნა, იმიტომ რომ ყოველდღიური შეხება მაქვს ბუღალტერიასთან. ძალიან დიდი მადლობა გუნდს იმისთვის რომ მოგვცეს ხარისხიანი განათლება და შექმნეს ძალიან სასიამოვნო სწავლის პროცესი.აქედან გამომდინარე გირჩევთ ყველას რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ასეთი რთული პერიოდები განათლების მისაღებად და ძალიან კარგ საშუალებას გვაძლევს ბუღალტერთა კავშირი . დიდ მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებას.“



თამარ პაპასქირი, ბანკის თანამშრომელი: “ ეს სოციალური პროექტი შეეხებოდა იმას რომ, ამ ეპიდემიის დროს დახმარებოდნენ იმ ადამიანებს ვინც წინა ხაზზე იყვნენ და ეხმარებოდნენ საზოგადოებას, ამ პროექტიდან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა რომელიც დასაქმებაში დამეხმარება და ბუღალტერიაში ზოგადად წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის, მინდა წარმატება ვუსურვო მთლიანად ამ გუნდს და ასევე ვისურვებდი თანამშრომლობა გავაგრძელო ამ გუნდთან.“


(R)

თეგები:
ბუღალტრები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up