ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2019-09-25 15:01:19

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, გარკვეულ ეტაპზე, რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა.



„ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ მთლიანად შეცვალა გაზის მილები, GWP-მ განახორციელა წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. მეორე ეტაპზე მიწისზედა სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად მიწისქვეშ იქნა ჩატანილი და გზა დაიხაზა. ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი შეიქმნა, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მართალია, პროცესი დიდხანს გაგრძელდა და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგით დასრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.



სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო გზის საფარი, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. ამ პროექტისთვის ბიუჟეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა.




აღნიშნულ არეალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული სქემაც ამოქმედდება. კანდელაკის ქუჩაზე კერძო ტრანსპორტი, როგორც აქამდე, ახლაც ცალმხრივად, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ორივე მიმართულებით. ნუცუბიძის ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ ავტობუსების და მიკროავტობუსების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ავტობუსის ზოლი დაიხაზება.



N6 და N29 ავტობუსები და N4, N11, N 58, N66, N72, N124, N161 და N208 მიკროავტობუსები ფანჯიკიძის ქუჩის ნაცვლად კანდელაკის ქუჩაზე იმოძრავებენ, რაც ფანჯიკიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას მნიშვნელოვნად განმუხტავს, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება შეამცირებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის დროს და საბურთალოს ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურებას გააუმჯობესებს.


რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის კანდელაკის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანზე კუნძული მოეწყო. ავტომანქანების პარკირებისთვის კი, კანდელაკის ქუჩის მთელს სიგრძეზე უკიდურესი მარჯვენა ზოლი გამოიყოფა.



დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კომპანია „თბილისი ენერჯისა“და GWP-ს წარმომადგენლები.







უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up