TBC Bank-ის CEO-ს, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ფისკალური დეფიციტი კვლავ მნიშვნელოვანი დარჩება, სავარაუდოდ, 2021 წელს მშპ-ს 6.7%-მდე, 2020 წელს მშპ-ს 9.3%-იანი დეფიციტის შემდეგ.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო მომდევნო წლებში დეფიციტის მშპ-ს 4.4%, 3% და 2.7%-მდე შემცირებას ელის, 2022, 2023 და 2024 წლებში, შესაბამისად. ბუცხრიკიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2020-2021 წლებში დეფიციტის დაფინანსების ძირითადი გარე წყაროები იყო, რომელმაც დიდწილად პანდემიასთან დაკავშირებული წმინდა შემოდინების ვარდნა დააკომპენსირა.
ამბობს, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში შესამჩნევმა 29.9%-იანმა ზრდამ დაადასტურა, რომ აღდგენის ნაცვლად, ეკონომიკა რესტარტდება.
გარდა ამისა, აგვისტო-სექტემბერში შეფერხებული ტურიზმის აღდგენისა და ვაქცინაციის მოსალოდნელზე ნელი მაჩვენებლების მიუხედავად, საქსტატის თავდაპირველი შეფასებით მეორე კვარტალს მოჰყვა 9.9% წლიური ზრდა ივლისში, 10.3% აგვისტოში და 6.9% სექტემბერში. 3Q21-ში საშუალო წლიური ზრდით 9%.
ბუცხრიკიძე ელის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 3.6%-ით გადააჭარბებს. 2022 წელსაც ბუცხრიკიძე TBC Capital-ის 6%-იან პროგნოზს ეთანხმება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება 2021 წელს და 5.8%-ით 2022 წელს, მსოფლიო ბანკი 8%-ს და 5.5%-იან ზრდას 2021 და 2022 წლებში, შესაბამისად.
Gbc.ge