„ღვინის ქარხანას“ წლის ბოლომდე ორი ახალი ობიექტი ემატება

„ღვინის ქარხანას“ წლის ბოლომდე ორი ახალი ობიექტი ემატება

access_time2020-10-02 12:15:50

„ღვინის ქარხნის ყველა ობიექტი ღიაა და მუშაობს, თუმცა პანდემია ხალხის მოძრაობაზე აისახა, ადამიანები ნაკლებად დადიან რესტორნებსა და ბარებში. ზარალი ნამდვილად სერიოზული იყო, მაგრამ მოვერგეთ მსოფლიოში არსებულ სიტუაციას. ჩვენი გეგმა ახლა არის ის, რომ დავიცვათ ყველა წესი და შევეგუოთ ამ წესებთან მუშაობას.  შემცირება არის ზოგადად ღვინის გაყიდვებშიც და მთლიანად სარესტორნო სეგმენტშიც,“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის ქარხანა N1-ის დირექტორი არჩილ ივარდავა ესაუბრა.


კვების ობიექტები პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვის შემდეგ ივნისში გაიხსნა, მაშინ ღვინის ქარხანაში აცხადებდნენ, რომ სტუმრების რაოდენობა შთამბეჭდავია, თუმცა გარკვეული პერიოდით ქარხანას ზარალზე მუშაობა მოუწევდა. „კომერსანტი“ ობიექტის დირექტორს არჩილ ივარდავას გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა კაფე თუ რესტორანი, რაც ვრცელ მულტიფუნქციურ ზონაშია განთავსებული შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა მომხმარებლების რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა. ამასთან, ტერიტორიას წლის ბოლომდე ორი ახალი ობიექტი შეემატება, თუმცა რომელ სივრცეებზეა საუბარი ჯერჯერობით არჩილ ივარდავა არ ასახელებს.


„ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების სტადიაში ვართ, მაგრამ ღვინის ქარხანას მალე ორი ობიექტი დაემატება, რომლის განხორციელებას პანდემიამდე ვგეგმავდით. ამ ეტაპზე ვერ გავამხელთ რომელ კაფესა თუ რესტორნებზეა საუბარი იმიტომ, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა რამდენიმე თვეში ვნახავთ,  შესაძლებელია წლის ბოლოსაც. ლარის ვარდნის მიუხედავად, სარესტორნო სეგმენტი და მეღვინეობა ასე ვერ გაზრდის ფასებს იმიტომ, მოხმარებელი მიჩვეულია ძველ ფასს და დიდი ცვლილებები არ გაგვიკეთებია. ზოგადად ბრუნვა შემცირდა , ხალხი ნაკლებად დადის -  პლიუს მინუს 30 პროცენტია შემოსავლების კლება, თუმცა ყველა ობიექტი აგრძელებს მუშაობას,“ - ამბობს არჩილ ივარდავა.



N1 ღვინის ქარხნის ტერიტორიის შენობა 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. ტერიტორია მრავალი წლის განმავლობაში სტუმრებისთვის დახურული იყო. თუმცა 2017 წელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის მულტიფუნქიცურ სივრცედ გადაიქცა. N1 ღვინის ქარხანა  არის პროექტი რომელიც მომხმარბელებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორნები, კაფე-ბარები, ღია კინოთაერტი, კულინარიული სკოლა, დიდი ღვინის ბაზარი, ქართველ დიზაინერთა მაღაზია, ხელოვნების სივრცე და თონე.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up