„ლიბერთი ბანკმა“ სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ წევრად შესაძლოა ბრუნო ბალვანერა მიიწვიოს. ეროვნული ბანკისა და აქციონერთა კრების თანხმობის შემდეგ ბალვანერა საბჭოში 4 წლის ვადით იქნება არჩეული.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, საკითხი განხილვის ეტაპზეა და აღნიშნულის შესახებ აქციონერები 22 ივლისს იმსჯელებენ.
1996 წლიდან 2020 წლამდე ბრუნო ბალვანერა მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) სხვადასხვა პოზიციებზე, 5 წლის განმავლობაში კი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ხოლო ბოლო 2 წელი EBRD-ს მმართველი დირექტორი ცენტრალურ აზიაში.