ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება

access_time2016-06-09 17:41:34

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადება ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. გასული თვის მანძილზე, საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, პრაქტიკული სამუშაოები და პრეზენტაციები ჩატარდა. 

 

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან სხვადასხვა სახეობის ცხოველები და ასევე ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით ან მისგან მიღებული პროდუქტით. ბრუცელოზი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას, აკრძალულია მის მიერ წარმოებული რძის პროდუქტების სასურსათოდ გამოყენება.

 

თელავში, რუსთავში, ახლციხეში, გორსა და ბათუმში FAO-ს ექსპერტებმა ქართველ ვეტერინარებსა და ფერმერებს დაავადება ბრუცელოზის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ასევე მოხდა 2016-2020 წლების ბრუცელოზის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის გასაჯაროება, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით პირუტყვის კვლევა და ბრუცელოზზე მათი ვაქცინაცია იგეგმება. სამუშაო შეხვედრები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზაციული მხარდაჭერით ჩატარდა.


 

პრეზენტაციებთან ერთად, პრაქტიკული, საველე სამუშაოები განხორციელდა.  ტრენინგები ჩაუტარდათ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ვეტერინარებს, პირუტყვის სისხლის ნიმუშის აღებასა და ვაქცინაციაში (გორში, ხაშურში, კასპში, ქარელში). მსგავსი ტრენინგების ჩატარება წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

 

პარალელურად, მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) მიმდინარეობს სამცხე ჯავახეთის რეგიონში, სადაც 60 ათასამდე პირუტყვის კვლევა იგეგმება. მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და  შიდა ქართლის რეგიონებში, 200 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვის  სისხლის ნიმუშების კვლევაა დაგეგმილი, რის შემდეგაც მომდევნო წელს ჯანმრთელ პირუტყვს  ვაქცინაცია ჩაუტარდება.

 

“ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში” - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 2015 წლიდან ახორციელებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up