ბროწეულის მოყვანით უფრო მეტი ფერმერი ინტერესდება - რა პერსპექტივა აქვს ბროწეულის კულტურას საქართველოში?

ბროწეულის მოყვანით უფრო მეტი ფერმერი ინტერესდება - რა პერსპექტივა აქვს ბროწეულის კულტურას საქართველოში?

access_time2020-12-05 19:00:13

საქართველოში ყოველწლიურად თითქმის მილიონი დოლარის იმპორტირებული ბროწეული მოიხმარება.

 

ეს პროდუქტი ძირითადად თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის, თუმცა ბროწეული გარკვეული რაოდენობით საქართველოშიც მოჰყავთ. აქ ბროწეულის დიდ ბაღებს შეხვდებით.

 

როგორც ველური კულტურა, ის მთელს ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ოპტიმალური კლიმატური პირობები კახეთშია, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

 

ადგილობრივი მოსავლის აღება, ისევე, როგორც იმპორტული პროდუქტის შემოტანა სექტემბრის ბოლოს იწყება და ამ დროს ყველა აგრარული ბაზარი ბროწეულითაა სავსე.

 

საქართველოში ამ პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია კომპანია „ხორნაბუჯი“, რომელიც 35 ჰექტარის ბროწეულის ბაღს ფლობს. 15 ჰექტარი 4 წლის წინ, ხოლო დანარჩენი - 2 წლის წინ დაირგო. ბროწეულის ხის მოსავლიანობის მაქსიმუმის მიღწევას საშუალოდ 6-7 წელი სჭირდება, ასე რომ ეს ბაღი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.

 

ფერმის მფლობელმა ბროწეულის მოყვანა კარგი კლიმატური პირობების და ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა.

 

პირველ ეტაპზე დარგულ იქნა ბროწეულის აზერბაიჯანული ნაირსახეობა, თუმცა, მოგვიანებით აქცენტის გატანა თურქულზე გადაწყდა - ხორნაბუჯის“ დირექტორის ავთანდილ ჯიბლაძეს თქმით, თურქული ბროწეული უკეთესად გამოიყურება, მისი გემო უფრო ტკბილია, და ის საქართველოში მეტი მოთხოვნით სარგებლობს.


 

მოსავლის აღება 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და 1 თვე გაგრძელდა. აიკრიფა 60 ტონა, ძირითადი ნაწილი უკვე გაიყიდა. მოსავლის ნაწილი შენახვის წესის უკეთესად შესწავლის მიზნით, კომპანიის თანამშრომლების მხრიდან მეთვალყურეობის პირობებში, როგორც მაცივარში, ასევე ჩვეულებრივ საწყობებში ინახება.

 

შენახვის ოპტიმალური წესის გამოყენების შემთხვევაში, ბროწეული 3-4 თვე არ ფუჭდება, და შესაბამისად, ეს მოსავლის მოცულობაზეც დადებითად იმოქმედებს“ - ამბობს ავთანდილ ჯიბლაძე.

 

„ხორნაბუჯი“-ს ბროწეული როგორც პირდაპირ ბაღიდან, ასევე სუპერმარკეტების ქსელებში იყიდებოდა, ნაწილი კი, ყველაზე ნაკლებად ხარისხიანი, გადამუშავებაზე წავიდა.

 

ჯიბლაძეს თქმით, მაქსიმალური მოგების მისაღებად, რაც შეიძლება ნაკლები ბროწეული უნდა გადამუშავდეს და რაც შეიძლება მეტი გაიყიდოს.

 

მომავალში კომპანია ბროწეულის წვენის წარმოების დაწყებასაც გეგმავს, თუმცა, ზუსტი ვადები ჯერ უცნობია - ახალი პროექტების რეალიზებას ხელს პანდემია უშლის.

 

ჯიბლაძის თქმით, ბროწეულისადმი ინტერესი საქართველოში იზრდება და კახეთში ამ ხილის სხვა მწარმოებლებიც გაჩნდნენ.

 

თუ ქვეყანაში ადგილობრივი ბროწეულის წარმოება მკვეთრად გაიზრდება, მაშინ სარეკლამო კამპანიის ჩატარება აუცილებელი იქნება, წინააღდეგ შემთხვევაში თურქულ და აზერბაიჯანულ პროდუქტს ჩვენ კონკურენციას ვერ გაუწევთ“ - თვლის „ხორნაბუჯის“ დირექტორი.

 

2019-2020 წლებში ბროწეულის ყველა დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოვიდა (668 900 დოლარი), მეორე ადგილზე თურქეთია (545 300 დოლარი).

 

Eastfruit.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
ბროწეული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up