ბრიუსელი კორონავირუსით დაზარალებული ევროკავშირის ქვეყნებისთვის 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ბრიუსელი კორონავირუსით დაზარალებული ევროკავშირის ქვეყნებისთვის 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

access_time2020-04-10 12:50:11

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ფინანსური დახმარება სხვა მიზნებთან ერთად მიმართული იქნება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად. შეთანხმებული ფინანსური პაკეტი სამი ნაწილისგან შედგება. აქედან 240 მილიარდი ევრო გამოიყოფა სტაბილიზაციის ევროპული მექანიზმის (ESM) ფარგლებში კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოებისთვის. კიდევ 200 მილიარდი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) კომპანიებისთვის კრედიტებისთვის არის გათვალისწინებული.



ამას გარდა, იგეგმება დროებით ფონდის შექმნა, რომლიდანაც თანხები ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება. ფონდის მუშაოაბასა და მისი დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.



როგორც მიღწეულ კომპრომისთან დაკავშირებით საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, ევროპამ ამგვარად აჩვენა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს ამ კრიზისის გამოწვევებს.




„შესანიშნავი შეთანხმება ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს შორის კორონავირუსზე ეკონომიკურ რეაგირებასთან დაკავშირებით. 500 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი იქნება დაუყოვნებლივ. სტიმულირების პაკეტი აჩვენებს, რომ ევროპა წინ აღუდგა სიტუაციის სერიოზულობას“,- წერს ბრუნო ლე მერი.



ევროჯგუფის თავმჯდომარე მარიო ჩენტენო კი შეთანხმებას თამამს და ამბიციურს უწოდებს.



„ეს შეთანხმება თამამ და ამიციურ შეთავაზებას მოიცავს, რომელიც წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ ყველას გვახსოვს გასული ათწლეულის ფინანსურ კრიზისზე რეაგირება, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა. ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად არის“, – განაცხადა ვიდეოკონფერენციისას პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა და ევროჯგუფის თავმჯდომარემ მარიო ჩენტენომ.



1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up