ავიაკომპანია British Airways-ის აღმასრულებელი დირექტორი შონ დოილი აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს შეზღუდვების გარეშე უნდა შეეძლოთ მოგზაურობა.
მისი თქმით, გაფრენამდე მგზავრებმა აუცილებლად უნდა წარადგინონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი, ვაქცინირებული პირები კი ამ ვალდებულებისგან უნდა გათავისუფლდნენ და მგზავრობა დაბრკოლების გარეშე შეძლონ.
British Airways-ის დირექტორი გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მოუწოდებს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მთავრობებთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
ბოლო მონაცემების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა ზრდასრული ადამიანების 40%-ზე მეტმა მიიღო.
IPN.GE