მსოფლიოში უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ იძულებითი ლიკვიდაცია გამოაცხადა

მსოფლიოში უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ იძულებითი ლიკვიდაცია გამოაცხადა

access_time2019-09-23 11:10:16

მსოფლიოში უძველესმა ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Thomas Cook-მა იძულებითი ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა და სამშობლოში საკუთარი ბრიტანელი კლიენტების დაბრუნებას ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.ეს შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში მშვიდობიან დროს განხორციელებული ყველაზე მსხვილი ევაკუაცია გახდეს, რომელიც ბიუჯეტს 600 მილიონი გირვანქა დაუჯდება.


​ბოლო დღეებში კომპანია, რომელსაც კრედიტების გასტუმრების პრობლემები შეექმნა, ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებს კრედიტორებთან და მთავარ აქციონერთან - Fosun Tourism Group-თან აწარმოებდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. კრედიტორებმა კომპანიას 900 მილიონი გირვანქა გამოუყვეს, თუმცა Thomas Cook-ი კიდევ 200 მილიონს საჭიროებს.


„მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, მოლაპარაკებების შედეგად კომპანიის აქციონერებმა და ახალმა კრედიტორებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კომპანიას იძულებითი ლიკვიდაციის გამოცხადების გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩა“, - ნათქვამია Thomas Cook-ის განცხადებაში,



ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში Thomas Cook-ის 600 ათასამდე კლიენტი იმყოფება, მათგან 160 ათასი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ქვეყნის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნის.მსოფლიოში პირველი ტურისტული კომპანია Thomas Cook AG 1841 წელს დაარსდა და ორგანიზებული ტურიზმის გამომგონებლის ტომას კუკის სახელს ატარებს.


22 სექტემბერს ტუნისის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლებმა ტურისტები მძევლად აიყვანეს და უკვე ნაყიდი ტურების საფასურის კიდევ ერთხელ გადახდა მოითხოვეს. სასტუმრო Les Orangers-ის პერსონალი შიშობს, რომ კომპანია Thomas Cook-ი, რომელიც ახლა ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, მათ ხელფასს ვერ გადაუხდის.


წყარო: imedinews.ge




როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up