ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

access_time2019-09-15 12:00:44

ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ გამოცემა www.e-architect.co.uk  ელიავას სკვერის პროექტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკმაოდ ვრცლად აღწერს პროექტის დეტალებს და მის მნიშვნელობას.


აღნიშნული ონლაინ გამოცემა 2019 წლის 1 მარტს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მედია პლატფორმად დიზაინის და არქიტექტურის სფეროში. პირველად სწორედ ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა  მსოფლიოში ცნობილი და განხორციელებული არაერთი პროექტი, მათ შორის მაგალითად პარიზის ღვთიმშობლის ტაძრის- ნოტრდამის აღდგენის პროექტები.


“e-architect მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტული ვებ-პლატფორმაა, ყველაზე მეტი ვიზიტორით და  დაახლოებით 22 000 გვერდით.


როგორც სტატიაშია ვკითხულობთ, განახლებული ელიავას სკვერი გულისხმობს ახალი, საინტერესო და შემეცნებითი არეალის მოწყობას საქართველოს დედაქალაქში. პროექტი საქართველოს – როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურანტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მსუბუქი კონსტრუქციებისა და ლაზერ შოუების მეშვეობით აცოცხლებს ამ გზის ისტორიას.


ამონარიდი სტატიიდან: “საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ის წარმოადგენს ხიდს დასავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. საქართველოს აქვს უნიკალური რესურსები, მდიდარია ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალით, მიმზიდველია ბუნებრივი რესურსებით, მინერალური და სუფთა წყლებით და ტურისტული სანახაობებით. პორტებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტრანზიტებისთვის, ბათუმის პორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობით.


ბათუმის პორტი უკავშირდება მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანას, რკინიგზითა და მაგისტრალებით, იგი უკავშირდება რუსეთსა და თურქეთს, აგრეთვე ცენტრალურ აზიის ქვეყნებს. ბათუმის პორტი აგრეთვე არის, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ნავთობის გადამუშავების მთავარი ლოკაცია.


სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თანამედროვე ეკონომიკური სფეროში. სიმულაციური ხიდი პარკში – აბრეშუმის გზის ფრაგმენტი, რომელიც ხაზს უსვამს მის ისტორიულ მნიშვნელობას ქვეყნისთვის. აბრეშუმის გზა მოიცავდა სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთსა და საბერძნეთს.


უფრო დეტალურად აღმიშნულ პროექტზე „აიპრესს“ სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის პიარმენეჯერი თეა ჩუბინიძე ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ “აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეები მზად არიან საკმაოდ სოლიდური ინვესტიციის განსახორციელებლად. ისინი სრულ მზაობას აცხადებენ, მერიასთან მჭირდო თანამშრომლობით და კომპეტენტური ჟიურის ჩართულობით გამოვლინდეს საუკეთესო პროექტი, რომელშიც დედაქალაქის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იქნება გათვალისწინებული – იქნება ეს გამწვანება თუ სამუშაო ადგილების შენარჩუნება აქ დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის”.



 

  • ბრიტანულ საერთაშორისო ონლაინ გამოცემა www. e-architect.co.uk -მა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა ელიავას სკვერის პროოექტს. გამოცემა ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ ინოვაციურო პროექტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას გაალამაზებდა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ვინ არის პროექტის ავტორი და რა ეტაპზეა ამჯერად ეს საკითხი?

 

  • პროექტის ავტორია კომპანია Artytech-ი, კონკრეტულად მათი მთავარი არქიტექტორი დადუნა შათაშვილი, რომელმაც ზუსტად გაიგო ჩვენი დაკვეთა და შექმნა სრულიად ახლებური, შემეცნებით- გასართობი კომპონენტით გამორჩეული სკვერის კონცეფცია. ეს არ იქნება მხოლოდ მწვანე სივრცე იშვიათი ჯიშის მცენარეებით. განახლებული ელიავას სკვერი გულისხმობს ახალი, საინტერესო და შემეცნებითი არეალის მოწყობას 12 000 კვ.მეტრზე, რაც    ამ ტერიტორიას სრულიად ახალ სუნთქვას შესძენს და აქცევს მიზიდულობის ცენტრად როგორც თბილისელებისათვის, ისე ტურისტებისათვის. ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისათვის სასარგებლო იდეა თუ არქიტექტურული გადაწყვეტა მუშავდება ჩვენს მიერ.  ისეთი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ამ ლოკაციაზე ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით პრობლემატიკაზე; ამასთან, შექმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ, მეგობრულ სივრცეებს და თავსებადი იქნება ბიზნეს გარემოსთან.


სკვერის პროექტი ქალაქ თბილისის მერიაში აგვისტოს დასაწყისში წარვადგინეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისათვის მეტად პრიორიტეტულია სკვერების და მწვანე სივრცეების მოწყობა ქალაქში, ვფიქრობთ,მოგვეცემა  ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, რომ სკვერის კეთილმოწყობა იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება მთლიანად ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.


 

  • გაეცნო თუ არა ამ პროექტს თბილისის მთავრობა და როგორია მათი აზრი?

 

  • კანონის შესაბამისად, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი გვაქვს. სკვერის მოწყობა საჭიროებს პირველი კლასის ნებართვას. არქიტექტურის სამსახურმა პასუხის ვადად განგვისაზღვრა სექტემბრის შუა რიცხვები. ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ.

 

  • რა დეტალებია პროექტში ჩადებული ისეთი, რაც მას გამოარჩევს სხვა სკვერებისგან და უნიკალურობას სძენს?

 

  • განახლებული ელიავას სკვერის კონცეფცია ეფუძნება რეალური და ვირტუალური სივრცეების საინტერესო სინთეზს. სკვერში გაცოცხლდება  სხვადასხვა თემატიკა საქართველოს ისტორიიდან. იქნება მცირე არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ როლს კავკასიის რეგიონში; უძველეს ცივილიზაციებთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპის ქვეყნებთან  ჩვენი მდიდარი ურთიერთობების  სიმბოლოებს გავაცოცხლებთ მსუბუქი კონსტრუქციებისა და ლაზერ შოუების მეშვეობით.


მაგალითისათვის, სკვერში მოეწყობა ვირტუალური ხიდი-აბრეშუმის გზის ფრაგმენტი. ხიდზე  განთავსდება იმ ქვეყნების სიმბოლოები, რომლებზეც გადიოდა აბრეშუმის გზა. თითოეული სიმბოლო დამზადებული იქნება რკინის ბადისგან. ღამით ეს განათებული მოდელები აღიქმება, როგორც აბრეშუმის გზის ქვეყნების სიმბოლოები და ერთგვარი რუკა აბრეშუმის გზის- თურქეთის აია-სოფია, საბერძნეთის პათენონი, არგონავტები და ჯვრის მონასტერი- როგორც საქართველოს სიმბოლო.



განახლებული სკვერი საინტერესო სივრცეს შექმნის მცენარეული საფარის კუთხითაც- იქნება იაპონური ბაღი, წიწვოვანი ზონა და კუთხე დეკორატიული ხეებისთვის. გვინდა, მაქსიმალურად ყველა დეტალი იყოს  გარკვეული შინაარსით დატვირთული. მაგალითად,  სკვერი განათებული იქნება ქართული ანბანით, რაც მეტ მიმზიდველობას შესძენს მას.



აქ იქნება ღია კაფეები, მოეწყობა კუთხეები ხელნაკეთი, ტრადიციული ქართული ნაწარმისათვის,  სუვენირებისათვის  და რაღა თქმა უნდა, სივრცეები ბავშვებისათვის.


 

  • საკმაოდ ამბიციური პროექტია, რომლის განხორციელებაც საკმაო დროს მოითხოვს. დამტკიცების შემთხვევაში, რამდენ ხანში შეძლებენ მოქალაეები ამ ყველაფრის ხილვას?

 

  • სკვერის დენდროლოგიური გაფორმების საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს მსოფლიოში ცნობილი ესპანური კომპანიის ქართულ წარმომადგენლობასთან; ასევე ახალგაზრდა ხელოვანთა ძალიან საინტერესო გუნდი მუშაობს კინეტიკურ ენერგიაზე მოძრავი მცირე არქიტექტურული ფორმების შექმნაზე. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სკვერის სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

 

  • რომ გავცდეთ სკვერის თემას, რა ეტაპზეა ზოგადად ელიავას ბაზრობის განვითარების საკითხი?

 

  • ზოგადად ელიავას ბაზრობის გარშემო ძალზედ საინტერესო ვითარებაა შექმნილი. მთელი ქალაქი თანხმდება, რომ ეს ტერიტორია მოწესრიგებას საჭიროებს. ამ პოზიციაზეა ტერიტორიის მესაკუთრეთა დიდი ნაწილი, კონკრეტულად ჩვენი ადმინისტრაციაც, რომელიც ელიავას ბაზრობის ნახევარს- 7,5 ჰა ფლობს. ამის დასტურია არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომელიც მომზადებული და წარდგენილო გვაქვს ქალაქის მერიაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობაც. სამუშაო გარემოს გაუმჯობესება შედის აქ დასაქმებული ადამიანების ინტერესებშიც. ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება კონკრეტულ პროექტზე შეჯერება; მით უმეტეს, როდესაც ტერიტორიის მესაკუთრეები მზად არიან საკმაოდ სოლიდური კერძო ინვესტიციისათვის და ასევე სრულ მზაობას აცხადებენ მერიასთან მჭირდო თანამშრომლობით და კომპეტენტური ჟიურის ჩართულობით გამოვლინდეს საუკეთესო პროექტი, რომელშიც დედაქალაქის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იქნება გათვალისწინებული, იქნება ეს გამწვანება თუ სამუშაო ადგილების შენარჩუნება აქ დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში გადავლახავთ ყველა ბიუროკრატიულ დაბრკოლებას და მოგვეცემა ქალაქის ინტერესებთან თავსებადი განაშენიანების შესაძლებლობა.
















BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up