ბრიტანული კომპანია რუსეთს ტოვებს - გუნდის ნაწილი უკვე თბილისშია

ბრიტანული კომპანია რუსეთს ტოვებს - გუნდის ნაწილი უკვე თბილისშია

access_time2022-05-12 15:30:00

ბრიტანული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Arrival, რომელიც რუსმა მილიარდერმა, Yota-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დენის სვერდლოვმა დააარსა, რუსეთში ოპერირებას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გამოცემა Arrival-ის ვიცე-პრეზიდენტ ტომ ელვიჯზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია რუსეთში სამომავლოდ  ბიზნეს საქმიანობას არ გეგმავს. მისი თქმით, დეველოპერების გუნდის ნაწილი უკვე თბილისშია გადაყვანილი.

 

იგი ამბობს, რომ კომპანიამ რუსეთიდან გასვლის პროცესი უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეებიდან დაიწყო. ელვიჯმა თქვა, რომ კომპანიას რუსეთში ჰყავს გუნდი, რომელიც ელექტრომანქანების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. მისივე თქვით, სვერდლოვი რუსეთის შეჭრას უკრაინაშია თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

 


„დენისი საჯაროდ გამოვიდა და მკაფიოდ თქვა, რომ ის და Arrival ეწინააღმდეგებიან იმას, რაც უკრაინაში ხდება“, - თქვა ელვიჯმა, როდესაც ჰკითხეს კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ. მისივე განცხადებით, ბრიტანული კომპანიის რუსული გუნდის უმეტესობა უკვე საქართველოშია და მათთვის თბილისში ოფისი გაიხსნა. როგორც Arrival-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რუსეთში ოპერაციების დასრულების პროცესი კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

 

გეტყვით, რომ Arrival რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და Yota-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა დენის სვერდლოვმა 2015 წელს დააარსა. კომპანიის ინვესტორებს შორის არიან Hyundai, Kia და BlackRock ფონდი. ხოლო, მის კლიენტებს შორის არის უმსხვილესი გადაზიდვის და მიწოდების კომპანია United Parcel Service, რომელმაც მწარმოებელთან კონტრაქტი 10 000 ელექტრომობილის შესყიდვაზე გააფორმა. 2021 წელს Arrival 13,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. ამავე წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, Arrival-ის კაპიტალიზაცია Nasdaq-ზე 5,1 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო სვერდლოვის ქონება Forbes-მა 3,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up