უმუშევრობის შემსუბუქების შანსი ბრიტანული ინვესტიციებით - ინტერვიუ ქართულ–ბრიტანული სავაჭრო ჰაბის დამფუძნებელთან

უმუშევრობის შემსუბუქების შანსი ბრიტანული ინვესტიციებით - ინტერვიუ ქართულ–ბრიტანული სავაჭრო ჰაბის დამფუძნებელთან

access_time2021-06-14 16:00:33

ბრექსიტის შემდეგ, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმების საექსპორტო პროდუქციის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის გამოსაყენებლად და რა მოლოდინები აქვთ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს? ამ თემაზე „კომერსანტი“ ლონდონში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს და ქართულ-ბრიტანული სავაჭრო ჰაბის დამფუძნებელს  ბაჩი გაბუნიას ესაუბრა.


ბრიტანეთში ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, საქართველოში მალე ბრიტანული ინვესტიციით სამუშაო ადგილები შეიქმნება, რომელი ქართული პროდუქტი აინტერესებთ ინგლისში? - ბაჩი გაბუნიას თქმით, ეს ყველაფერი მომავალი წლისთვის უკვე შესრულებადი იქნება ბრიტანულ–ქართული სავაჭრო ჰაბის ფარგლებში. საინტერესოა, ასევე, კოვიდსიტუაცია ინგლისში, სადაც ბიზნესი და მოქალაქეები შეღავათებისა და საკმარისი გრანტების სისტემის საშუალებით ადვილად ახერხებს კრიზისთან გამკლავებას.

 

„ორი დღის წინ დავასრულე ვიზიტი საქართველოში, სადაც შევხვდი ძალიან ბევრ მეწარმეს, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი პროდუქციის გატანით ინგლისის ბაზარზე.  ამ თანამშრომლობის მასშტაბები გაორმაგდა და ამბიცია გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვიყოთ ბრიტანეთში ქართული პროდუქციის. კარგად გადის  ქართული ლუდი, ქართული ლიმონათი, ცოცხალი ხილის პროდუქტი, ტყემალი, ღვინო. ასევე ვაკეთებთ აქცენტს ჯემებსა და მურაბებზე, რაზესც საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა და შეიძლება გარკვვეულ მიჯნამდე მივიდეთ“, – ამბობს დაჩი გაბუნია.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად 188 ათასამდე თავისუფალი სამუშაო ადგილი გაჩნდა მომსახურებისა და ტურიზმის სფეროში.

„ბრიტანეთში უკვე გაჩნდა განწყობა, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ შეამციროს ბიზნესისთვის კოვიდით გამოწვეული დარტყმები, გაიხნას ფიტნეს ცენტრები, აუზები, კაფეები. სახელმწიფომ გამოყო გრანტები დაზარალებული ბიზნესისთვის. იმ ხალხისთვის, ვინ სრულად დაკარგა სამსახური ან მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა პოზიციებზე, სახელმწიფომ ხელფასზე დანამატები დააწესა. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ იყოს ხელშემწყობი ბიზნესისთვის იმიტომ, რომ დაინახა რა დარტყმაც მიიღო ამ სფერომ. ამის გამოძახილია ის, რომ ახლა რომ ბრიტანეთში 188 ათასამდე თავისუფალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, რომელზეც ისეთი მიმართულებით ეძებენ ხალხს, როგორიც არის ტურიზმი და მომსახურების სფერო“, - ამბობს ბაჩი გაბუნია.



ბიზნესმენის თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, რადგან გარდა რესურსებისა, ლარისა და ფუნტის მიმართება ქართველი მეწარმისთვის ბრიტანულ ბაზარს მომგებიანს ხდის.


„ბრიტანეთი სტაბილური ბაზრია და ნებისმიერი ინვესტიცია ადამიანს აძლევს იმის გრძნობას, რომ ის არ დაიკარგება.  რაც შეეხება საქართველოს, დაგეგმილი გვაქვს, რომ რამდენიმე ბრიტანელი პარტნიორი წამოვიყვანოთ და გავაკეთოთ გარკვეული ინვესტიცია სხვადასხვა პროექტებში, შევქმნათ სამუშაო ადგილები. საკმაოდ განვითარებულად მომეჩვენა საქართველოში საქმიანი წრეები, ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც მისაღებია და სახელმწიფოსგან წნეხის ქვეშ არ არის,  გარემო არის იმისთვის მზად, რომ ბიზნესი განვითარდეს, - ამბობს ქართულ–ბრიტანული სავაჭრო ჰაბის ხელმძღვანელი.  

 

გასულ წელს, ბრიტანეთის სავაჭრო პალატის ინიციატივით შეიქმნა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბი, რომლის ფუნქციაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა ერთი ფანჯრის პრინციპით საქონლის ბრიტანეთის ბაზარზე გატანაში.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც 1919 წელს დამყარდა, 1992 წლის 27 აპრილს აღდგა. საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება და მნიშვნელოვანწილად, და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპების სახელს უკავშირდება. ოლივერ უორდროპს, ამიერკავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელს, განსაკუთრებით უყვარდა საქართველო და ქართული კულტურა. მისმა დამ - მარჯორი უორდროპმა თარგმნა ქართული ლიტერატურის არაერთი შედევრი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up