ბრიტანული HSBC რუსულ ბიზნესს ყიდის

ბრიტანული HSBC რუსულ ბიზნესს ყიდის

access_time2022-07-07 14:45:00

ბრიტანული ბანკი, HSBC რუსული განყოფილების გაყიდვაზე მოლაპარაკებებს Expobank-თან აწარმოებს. Bloomberg ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ, თუმცა HSBC-ისა და Expobank-ის წარმომადგენლები სააგენტოსთან კომენტარს არ აკეთებენ.


თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, HSBC რუსეთში საცალო კლიენტებზე არ მუშაობს და მხოლოდ კომერციულ კლიენტებს ემსახურება, ასევე, გლობალურ საბანკო და ფინანსური ბაზრების მომსახურებას ეწევა. რუსეთის ყველაზე სანდო ბანკების Forbes 2022-ის რეიტინგში HSBC-მ მე-12 ადგილი დაიკავა. რეიტინგის შედგენისას ბანკის სუფთა აქტივები 89,1 მლრდ რუბლამდე (1 409 626 549 დოლარამდე) შეფასდა. რეიტინგში რუსული HSBC უფრო მაღალ პოზიციაზე იყო, ვიდრე, მაგალითად, Alfa-Bank, „პრომსვიაზბაკი“ და „ოტკრიტიე.“


გაზაფხულზე HSBC-მ გამოაცხადა, რომ რუსეთში ახალ კლიენტებს აღარ მიიღებდა და საქმიანობას ამცირებდა, თუმცა ბაზარს სრულად ჯერ არ ტოვებდა, რადგან საერთაშორისო კორპორატიული კლიენტების წინაშე პასუხიმგებელი იყო.


მაისში Frank RG სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ Expobank მოლაპარაკებებს Citibank-ის რუსული საცალო ბიზნესის შესაძენად აწარმოებდა. თუმცა Expobank-ის წარმომადგენელმა და Citibank-ის პრესსამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე მაშინაც უარი განაცხადეს. Citibank-მა რუსეთში საცალო ბიზნესის დახურვის გეგმა ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა.



მიმდინარე წლის მაისის ბოლოს Citigroup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეინ ფრეიზერმა აღიარა, რომ ბანკმა რუსეთში შესაძლოა, საბანკო ლიცენზია და გარკვეული ოპერაციები შეინარჩუნოს, რათა თავის კლიენტებს ქვეყანაში ბიზნესის შეწყვეტაში დაეხმაროს. ივლისში Financial Times წერდა, რომ Citigroup რუსული ბიზნესის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე ადგილობრივ კომპანიასთან, მათ შორის Expobank-თან და Rosbank-თან აწარმოებდა. ეს უკანასკნელი აპრილში ფრანგული Société Générale-დან მილიარდერ ვლადიმირ პოტანინის Interros-ის კონტროლქვეშ გადავიდა.


Expobank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას მეწარმე, იგორ კიმი იკავებს. რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების Forbes 2021-ის რეიტინგში ის 186-ე ადგილს იკავებდა. სიის შედგენის დროს ბიზნესმენის ქონება 0,5 მლრდ დოლარად შეფასდა.


რუსეთის 100 ყველაზე სანდო ბანკის Forbes 2022-ის რეიტინგში Expobank-მა 56-ე ადგილი უკავია.


bpn.ge




თეგები:
HSBC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up