ბრიტანულ-ქართული აკადემია სხვა სკოლებს მოუწოდებს დისტანციური სწავლების პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარონ

ბრიტანულ-ქართული აკადემია სხვა სკოლებს მოუწოდებს დისტანციური სწავლების პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარონ

access_time2020-03-24 10:00:39

კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ სასკოლო არდადეგები ოცდაერთ აპრილამდე გახანგრძლივდა.  აღსანიშნავია ისიც, რომ 21 მარტს ხელისუფლებამ ქვეყანაში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა შემოღო. კონკრეტულად როდის განახლდება სწავლა უცნობია, თუმცა, ამ პერიოდში განათლების სამინისტრომ სკოლებს სწავლების განსხვავებულ მოდელი შესთავაზა. ჩხენკელის უწყებამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გასცა რეკომენდაცია, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება. ერთ-ერთი ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლებაა.

 

 

დისტანციურ სწავლებაზე უკვე ძალიან ბევრი სკოლა და უნივერსიტეტი გადავიდა, ყველა მათაგანი ახლა საპილოტე რეჟიმში ცდილობს კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე დაიყვანონ და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის მიღწევაში არ შეფერხდნენ.

 

დისტანციური სწავლება 6 მარტს დაიწყო ბრიტანულ-ქართულმა აკადემია და მის პარტნიორმა- თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ. როგორც ამბობენ, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ონლაინ რესურსის (მაგ.Google Classroom-ისა და MyIMath-ის) გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.მათი თქმით, სწავლებისა და შეფასების სისტემა ტრადიციული სასწავლო მეთოდოლოგიისგან აქამდეც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.შესაბამისად, აცხადებენ,რომ მოსწავლეები და მასწავლებლები, გარკვეულწილად, უკვე მზად იყვნენ ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად და ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირება არ გასჭირვებიათ. ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გვიყვებიან, რომ პირველ კვირებში, დავალებების მოსწავლეებისთვის დისტანციურად მიცემა და ნასწავლი მასალის განმტკიცება ადვილად მართვადი პროცესი იყო. თუმცა, გამოწვევა მოსწავლეებისათვის სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ახალი მასალის ახსნა იყო.

 

აკადემიაში აცხადებენ, რომ ონლაინ გაკვეთილები დისტანციური სწავლების პროცესს ავსებს და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებები გაითვალისწინოს და დეტალურად განმარტოს მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხები. გამომდინარე იქედან, რომ ეს პროცესი ახალია სკოლა მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს და გაუმჯობესების გზებზე მსჯელობს.

 

 ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დეტალურად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომელიც დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლის პროცესში შეხვდათ:


 

„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესში შეგხვდა, გახლდათ მშობლების ადაპტაცია ახალ სისტემასთან. მოსწავლეები მარტივად გაერკვნენ დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმის მუშაობაში. მშობლები კი  ნაკლებად იცნობენ ამ სისტემებს და უწევთ, ახლა ისწავლონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ისინი.მშობლებისათვის განსაკუთრებული გამოწვევაა მთელი დღის მანძილზე საკუთარი ბავშვების მოტივირება, ჩაერთონ ელექტრონული სწავლა-სწავლების პროცესში. სკოლა აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახლში სწავლა-სწავლებას მოსწავლესა და მის ოჯახზე. დისტანციური სწავლების პროცესში სკოლასა და მშობლებს შორის აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნება აუცილებელია.

 

ჩვენ მშობლებს აქტიურად ვაწვდით რეკომენდაციებს ყოველდღიური რუტინის შენარჩუნებისა და, შესაძლებლობის ფარგლებში, სტრუქტურირებული დღის შენარჩუნების შესახებ. ვუზიარებთ რჩევებს, რომ დღის განმავლობაში განსაზღვრონ სწავლისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი კონკრეტული საათები, გამოყონ დრო სოციალური და ფიზიკური აქტივობებისთვის, შეინარჩუნონ ასაკის შესაბამისი ძილის რუტინა, ჯანსაღად იკვებონ. მშობლებს ყოველკვირეულად ვუგზავნით ელექტრონულ გაზეთს, რომელშიც თავმოყრილია იდეები და რჩევები სახლში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების შესახებ და პასუხები, მათ მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე. მშობლებთან შეხვედრებს დისტანციურად ვაგრძელებთ და ვგეგმავთ, რომ ყოველკვირეულად მოვაწყოთ ონლაინ კონფერენციები, რათა მოვისმინოთ მშობლების რჩევები და უკუკავშირი.

 

კიდევ ერთი გამოწვევაა  დავიცვათ ბალანსი კომპიუტერის/გაჯეტის ეკრანთან გატარებულ დროსა და ფიზიკურ აქტივობებს შორის. სასწავლო აქტივობების დაგეგმვისას მასწავლებლები ითვალისწინებენ, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო რადიკალურად არ გაიზარდოს და მოსწავლეებს ისეთი ტიპის დავალებებს უგზავნიან, რომლებიც მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაციისა და დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მოგვიწია  კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, რომლებიც მოსწავლეების კრეატიულობას და არსებულ ცოდნას ეფუძნება, რათა განსაკუთრებულად დიდი დრო არ გაატარონ ინტერნეტში კომპიუტერთან“-აცხადებენ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში.

 

 მათი ინფორმაციით, დისტანციურ სწავლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი სირთულე მოსწავლეების ჰოლისტური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა,რაც აკადემიური განვითარების გარდა,სოციალური, ფიზიკური და ემოციური ასპექტების თანაბრად განვითარების ხელშეწყობასაც გულისხმობს. დისტანციური სწავლების პროცესში, ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა კვლავ პრიორიტეტად უნდა დარჩეს. „მაგალითად, ჩვენი სპორტის კათედრა დისტანციური სწავლების პროცესში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული და მოსწავლეებს სახლში შესასრულებელი ვარჯიშების შესახებ რჩევებს უგზავნის. ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები ასევე აწვდიან მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასიამოვნო და სახალისო დავალებებს, რომელთა შესრულებაშიც მთელ ოჯახს შეუძლია მონაწილეობის მიღება“-აცხადებენ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში.

 

 მათი ინფორმაციით, მოცემულ რთულ სიტუაციაში, როდესაც მოსწავლეებს სოციალური დისტანცირება უწევთ და პირადად თითქმის ვეღარ ხვდებიან საკუთარ მეგობრებს, ბავშვების ემოციური კეთილდღეობის უზრუნველყოფა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პერსონალური, სოციალური, ჯანმთელობის (PSHE) პროგრამის ფარგლებში  მოსწავლეები განიხილავენ ადგილობრივ და გლობალურ საკითხებს და მათ გავლენას საზოგადოებაზე. „მსგავს საკითხებზე დისკუსიებს ონლაინ სივრცეშიც ვაგრძელებთ. PSHE-ის გაკვეთილებზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელონ შექმნილ ვითარებაზე. ამ გაკვეთილებში ჩვენი ფსიქოლოგიც ჩაერთვება, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის მშობლებსა და მოსწავლეებს და ხელმისაწვდომია მათთვის საჭიროების შემთხვევაში.

 

 მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრ ოჯახს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტთან წვდომა ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტკავშირი სტაბილური არ არის. დისტანციური სწავლების პროცესი ფერხდება იმ შემთხვევაშიც, თუ სახლში ერთზე მეტი მოსწავლეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის სხვა წევრებსაც სახლიდან უწევთ მუშაობა და კომპიუტერის გამოყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მასწავლებლების მიერ გაგზავნილი ბევრი დავალება არ საჭიროებს კომპიუტერის გამოყენებას. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მოსწავლეებმა მეტი დრო დაუთმონ კითხვას, წერას, ხატვას და სახალისო პროექტების შექმნას.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულ სკოლაში მრავალფეროვან საერთაშორისო რესურსებზე გვაქვს წვდომა, მათი გადათარგმნა და ქართულ ენაზე რესურსების შექმნა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ონლაინ რესურსების მწირი რაოდენობა ქართულ ენაზე გამოწვევად რჩება როგორც ჩვენს სკოლაში, ასევე მთელ ქვეყანაში. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მასწავლებლები, სხვა გამოცდილ ქართველ მასწავლებლებთან ერთად, განათლების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შექმნან ვიდეო გაკვეთილები, რომლის გამოყენება საქართველოს ყველა სკოლას შეეძლება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ შევძლებდით სხვა სკოლებთან თანამშრომლობით, რესურსების ერთიანი ბანკის შექმნას და ერთმანეთისათვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ამ რთულ პერიოდში.

 

მომავალში, შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი გამოწვევებიც, რომელთა შესახებაც ჯერ არ ვიცით, თუმცა, ორივე სკოლის მმართველი გუნდი ყოველდღიურად განიხილავს არსებულ ვითარებას, ითვალისწინებს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების უკუკავშირს და მზად არის ერთობლივად იმუშავოს არსებული ან მომავალში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე“, - განმარტავენ აკადემიაში.

 

იმისთვის, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებები დააკმაყოფილონ, ორივე სკოლა დისტანციური სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს იყენებს დავალებებს, რომლებსაც მასწავლებლები მოსწავლეებს ყოველდღიურად აძლევენ, თან ერთვის თითოეულ საგანში კვირაში მინიმუმ ერთი ონლაინ გაკვეთილი და მასწავლებლის მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები.

 

ამისთვის სხვადასხვა პლატფორმას იყენებენ , Zoom-ს ონლაინ გაკვეთილებისთვის, Loom-ს ვიდეო გაკვეთილების ჩასაწერად, Google Classroom-ს და SeeSaw-ს საკლასო აქტივობებისა და დავალებების ორგანიზებისათვის.  

 

როგორც სკოლაში აცხადებენ,  დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. მათი თქმით,  ზოგიერთმა ქართულმა და ბრიტანულმა საგანმანათლებლო ორგანიზაციამ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა და სკოლებს სასარგებლო რესურსები უფასოდ გაუზიარა, რომლებსაც ასევე აქტიურად იყენებენ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,ბრიტანულ-ქართულ აკადემია ხომ არ აპირებს სწავლის საფასურის გადახედვას გვპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up