ბრიტანულ მედია: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე გასცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს

ბრიტანულ მედია: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე გასცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს

access_time2019-09-11 21:45:39


,, სტივენ ქეი QC უერთდება იურისტთა გუნდს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული ბანკის დამფუძნებლებს იცავს",  წერს ბრიტანული გამოგცემლობა londonlovesbusiness.com


ბრიტანულ მედიაში  გამოქვეყნებულ ინფორმაციას “კომერსატი“ უცვლელად გთავაზობთ: 




"იურისტთა გუნდმა, რომელიც წარმოადგენს სს თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, დღეს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მათ უკვე აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა საქმე წარადგინონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. ქართველი იურისტების გუნდს შეუერთდა ორი ძალზედ პატივცემული საერთაშორისო იურისტი, სტივენ ქეი QC, ლონდონის ბედფორდ როუს საადვოკატო ბიურო, და ვინსენტ ბერგერი პარიზიდან. როგორც აღნიშნეს, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული აღნიშნულ საქმეში, განსაკუთრებით ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესების საზღვარგარეთ დაცვის კუთხით.


ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა: ”მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე გასცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ უკვე რამდენჯერმე მიმართა შუამდგომლობით დიდ ბრიტანეთს. ამავე დროს, ჩვენ უკვე გვაქვს მასალები საქმეში, რომლითაც შეიძლება მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში. ამ მიზნით საქმეში ორი მეტად გამოცდილი და კვალიფიციური საერთაშორისო ადვოკატი ჩავრთეთ ”, - განაცხადა კორძაძემ.


თბილისში საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ის ფაქტი, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდება წარდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე განაცხადა, გაამძაფრა შეშფოთება. იმ ფაქტმა, რომ საქმე ეხება 11 წლის წინანდელ გარიგებას, ასევე გაჩნდა ეჭვი, იმის შესახებ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე როგორც აშშ – ს საელჩომ.



გარდა იმისა, რომ ვშიშობთ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს გენერალური პროკურატურის ქცევა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ამ კვირაში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, რომელზეც დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.


”პროკურატურა ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე”, - განაცხადეს მათ.



6 სექტემბერს დიპლომატებისთვის დახურული ბრიფინგი დაიგეგმა, ბატონი ხაზარაძისა და ბატონი ჯაფარიძის საქმის სასამართლო განხილვამდე ექვსი დღით ადრე, რომელიც 12 სექტემბერს იყო დანიშნული. შეხვედრის დრომ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ჩათვალეს, რომ აღნიშნული დრო განზრახ იყო დანიშნული, რათა შეექმნათ საზოგადოებრივი აზრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზის შესაბამისი ფორუმის გარეთ.



მალევე იმის შემდეგ, რაც ბატონებმა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განცხადება გამოაქვეყნეს, გენერალურმა პროკურატურამ საჩქაროდ გადაიტანა მოწვევა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს "ლოგისტიკური მიზეზების" გამო. პარალელურად, აღნიშნული ორი პიროვნების სასამართლო პროცესი გადაიდო 10 ოქტომბრამდე, რამაც გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურატურა კვლავ გეგმავდა "წინასწარ განხილვას" დიპლომატიური კორპუსისთვის, რომელთანაც სასამართლოს ახალ თარიღამდე აპირებდა შეხვედრას.



გენერალური პროკურატურა უარყოფს, რომ დიპლომატიურ კორპუსთან უნდა ჩაეტარებინა დახურული შეხვედრა, და აღნიშნავს: ”რაც შეეხება ბრალდებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე. წ. დახურული შეხვედრის შესახებ 6 სექტემბერს, ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხვედრა არ დაგეგმილა. უცხოელი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ მომზადებული მოხსენება გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.”


კომერსანტი






„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up